გაზაფხულზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფართო შარვლები: პალაცო, კიულოტი, ჰაკამა. თუმცა ჩვენ ვიცით, რას უნდა შეუხამოთ ის, რათა მოდური გამოჩნდეთ.
ვიქტორიანული ეპოქის ბლუზა
მაქმანიანი პერანგი პოპულარობის პიკზეა. შეუხამეთ მას ფართო შარვალი და შეძლებთ ორი ეპოქის ერთ ლუქში გაერთიანებას. აგრეთვე, სანამ ქუჩაში გრილა, ტყავის ქურთუკი მოიცვით, ფეხზე კი ფართოქუსლიანი ბოტილიონი ჩაიცვით.
სპორტული ზედა
ტყავის ან ვინილის ფართო შარვალს უხდება სპორტული მაისური და ნებისმიერი სტილის (გარდა ჩექმისა) ფეხსაცმელი. თუ თქვენთვის კომფორტი უმნიშვნელოვანესია, ეცადეთ, დაბალყელიანი ჩექმა სქელი ძირით იყოს.
ბომბერი და სპორტული ფეხსაცმელი
სპორტული სტილის მიმდევრებს ასეთი ლუქი მოეწონებათ. ის, ამავდროულად, ქალურადაც გამოიყურება. გაზაფხულს კი ღია ფერები უხდება.
ფართომხრებიანი ზედა
ტოპი, პერანგი, სვიტერი და ფართო შარვალი იდეალურად ეხამება ერთმანეთს. რაც შეეხება ფეხსაცმელს, შეგიძლიათ ქუსლიანი ბოტილიონები ჩაიცვათ ან სპორტული ფეხსაცმელი.
მიული კვლავ მოდაშია
ხაკისფერი შარვალი ის სამოსია, რომელიც თეთრ პერანგსაც უხდება, თავისუფალ სვიტერსაც და სპორტულ ზედასაც. მიული კი ის ზედაა, რომელიც ამ სეზონზეც მოდაშია და ფართო შარვალთან იდეალურ დუეტს ქმნის. ასეთი სტილი იდეალურად გამოიყურება ქუსლიან ფეხსაცმელთან.