ერთმა აქსესუარმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი იმიჯი - დახვეწილ ან პირიქით, უგემოვნო ადამიანად წარმოგვაჩინოს.
ასე რომ, მოდის კვალდაკვალ სიარული ბევრად უფრო გაგვიხალისებს ცხოვრებას. როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ახალი ტრენდებიც ძველის გავლენით იქმნება. "ლუის ვიტონი" და "პრადა" 2018 წლის სათვალეების კოლექციით 90-იანებში გვაბრუნებენ:
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
"ბალენსიაგასა" და სხვა ცნობილი დიზაინერების კოლექციებში წელის ჩანთების საინტერესო დიზაინებს ნახავთ. როგორ ჩანს, წელს მოდიდან გადასული ეს ჩანთებიც ბრუნდება.
2018 წლის საგაზაფხულო ფეხსაცმელები კი თქვენს ყურადღებას წვეტიანი ცხვირებით მიიქცევს.
მარიამ ელიაშვილი