სტილი

8 ნივთი, რომელიც მხოლოდ ფასდაკლებაზე უნდა იყიდოთ

8 ნივთი, რომელიც მხოლოდ ფასდაკლებაზე უნდა იყიდოთ
ფასდაკლება - უნიკალური სიტყვაა, ის ყველა ქალს კარგ განწყობაზე აყენებს. დღეს მოგიყვებით, რა უნდა შეიძინოთ ფასდაკლებაზე.
1. საბაზისო მაისურები


ის ძირითადი სამოსის ქვეშ გვაცვია და მასში ზედმეტი თანხის გადახდა ფულის ფლანგვაა.

2. ჯინსი


მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური სამოსია, იაფი არ ღირს. ამიტომ, უმჯობესია, ფასდაკლებას დაელოდოთ. იმის გამო, რომ ჯინსს ადვილად გადასდის ფერი, იხევა და იხეხება, რამდენიმე სეზონში ერთხელ სჭირდება შეცვლა.

3. წინდები


ნუ გადაიხდით წინდაში ზედმეტ თანხას. ის სწრაფად ფუჭდება. დაელოდეთ ფასდაკლებას და რამდენიმე წყვილი
შეიძინეთ.

4. ბამბის თეთრეული


მაქმანისა და ატლასის ტრუსები, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში უმჯობესია, ბამბისა გეცვათ. მაისურების მსგავსად, ისიც სამოსის ქვეშ გვაცვია და ზედმეტი ფულის გადაყრა დაუშვებელია.

5. პერანგები


სადა, ელეგანტური, ყოველდღიური პერანგი ზოგი კომპანიის დრესკოდია. ნუ გადაიხდით მასში ზედმეტს. დაელოდეთ ფასდაკლებას და რამდენიმე ცალი შეიძინეთ.

6. პიჟამა


მართალია, აუცილებელი სამოსია, მაგრამ მასში თითქმის ვერავინ გხედავთ. ამიტომ ფადაკლებას უნდა დაელოდოთ.

7. საზაფხულო სამოსი

შორტები, მაისურები, სარაფნები და ქვედაკაბები შეიძლება მხოლოდ ერთ სეზონზე გეცვათ. ამიტომ ნუ გადაიხდით მათში ზედმეტს.

8. სვიტერი


თუ ნატურალური და ექსკლუზიური არაა და ყოველდღიურია, მასში ზედმეტი ფულის გადახდას არ გირჩევთ. ამასთანავე, კლასიკური ფერის სვიტერი არასდროს გადავა მოდიდან და ის შეგიძლიათ რამდენიმე სეზონიც ჩაიცვათ.

რუსუდან გელაშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 3 /
ნუნუ
რაღა დარჩა?
12:13 / 24-04-2018
გამოხმაურება / 0 /
Sam
ღიმილის მომგვრელი სტატიაა. ჯინსებზე ხო საერთოდ.თუ ერთსა და იდივეს არა ტარებთ, მეტად გაძლებს ტანისამოსი. რუსუდან, უკაცრავად, 90%-ში არ გეთანხმებით.
15:39 / 23-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93