სითამამე, გრაციოზულობა, ელეგანტურობა - ეს ყოველივე შეგვიძლია წითელ ფერთან დავაკავშიროთ და ქალთან, რომელიც ამ ფერის აქსესუარს ირგებს...
მოახლოვდა ზაფხული და ჩვენ კიდევ უფრო დიდი შემართებით უნდა ვეცადოთ, რომ მომხიბლავები ვიყოთ.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც გაირკვა, წლის ერთ-ერთი უმთავრესი ფერი ლავანდისფერია, წითელი ფერი ისევ აქტუალურად რჩება.
წითელი ფერის აქსესუარებით ადვილად შეძლებთ ყურადღების მიპყრობასა და ფერადი განწყობის შექმნას.
პასტელურ ფერებს 2018 წელს დიდი ყურადღება მიექცევა.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2018 წელს ლონდონის მოდის კვირეულის დიზაინერების გემოვნებით, წითელი ფერის ლაქი მოდის მწვერვალზეა.
ალისფერი ფერის ჩანთა, კაბა, გამჭვირვალე სათვალე წითელი ზედაპირით, წელს, შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტია.
გთავაზობთ წლის ყველაზე ტრენდულ, თბილ ფერებში გადაწყვეტილ აქსესუარებს.
ნათია ხუნაშვილი

მოდური ოპტიმიზმი - სამოსსა და აქსესუარებზე გადასული ცისარტყელა