ჩაცმის სტილის მიხედვით ადამიანზე გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა შეიძლება.
ზოგი საკუთარ სტილს დიდ ყურადღებას უთმობს და ცდილობს, გემოვნებიანად შეუხამოს ტანსაცმელი, ზოგისთვის კი ეს მეორეხარისხოვანია. საინტერესოა ქართველი მდიდარი კაცების ცოლების ჩაცმის სტილი და რამდენად აკეთებენ ისინი აქცენტს ვიზუალურ იმიჯზე.
1. ანუკი არეშიძე ხშირად ირგებს საკუთარი ბრენდის, „ანოუკის“ ტანსაცმელს. პასტელური ფერები, ბრჭყვიალა ბისერები, ყვავილების პრინტი - ეს ელემენტები ანუკის სტილის აუცილებელი ატრიბუტებია. დიზაინერი აქტიურად მისდევს მოდის ბოლოდროინდელ ტენდენციებს, მაგალითად, იცვამს ლეოპარდისპრინტიან მოსაცმელებს, „ოვერსაიზ“ ტანსაცმელს და იყენებს პლასტმასის ელემენტებს.
2. ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმულობის სტილი არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. ინტერნეტსივრცეში რამდენიმე სტატია მიეძღვნა მის ძვირად ღირებულ პალტოს, რომლითაც ინაუგურაციაზე წარდგა. ქალბატონ ეკატერინეს სტილი შედარებით ფორმალური და მკაცრია, თუმცა, ამავდროულად - დახვეწილი. წაიკითხეთ სრულად