პოპულარული მომღერალი ქეთა თოფურია მუდმივად საზოგადოების ინტერესის ობიექტია.
ვარსკვლავი თავის გარეგნულ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევს. მისი სამოსი ყოველთვის ეპატაჟური და განსხვავებულია.
არ გეგონოთ, რომ იგი მხოლოდ კლასიკური, ლამაზი კაბებითაა გატაცებული. ქეთა სპორტულ სამოსსაც დიდი სიამოვნებით ატარებს, რაზეც მის „ინსტაგრამგვერდზე" განთავსებული ფოტოებიც მეტყველებს.
მოკლე ტოპი, ჯინსის ჟილეტი და ჯინსის შარვალი, ე.წ. ბოდე, მაისური ამოღებული გულით... ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქეთა ამ ყველაფერს ძალიან კარგად იხდენს.
შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ ის, რომ მომღერალს დახვეწილი გემოვნება აქვს, რადგან ის კლასიკური კაბები, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებს, ექსკლუზიური და საინტერესოა.
ქეთას გოგონა ოლივია "ინსტაგრამზე" არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. მომღერალი როცა შვილთან ერთად გადაღებულ სურათს ტვირთავს, ან მის ცალკე გადაღებულ ფოტოს დებს, მოწონებების უშრეტი ტალღა მოდის. როცა თავისუფალი დრო აქვს, თავისი პატარა საქართველოში ჩამოჰყავს ხოლმე. ოლივიას ქართულად საუბარიც შეუძლია.
ქეთა შვილს, ძირითადად, სადა სამოსს ურჩევს, თუმცა, როცა მასთან ერთად მნიშვნელოვან ადგილას იმყოფება, გამოსასვლელ ტანსაცმელს აცმევს.
ფაქტია, რომ დედასაც და შვილსაც საინტერესო, განსხვავებული იმიჯი აქვთ.
მათი მისამართით თბილი, სიყვარულით სავსე კომენტარები არ წყდება და ამასთან ერთად, ყველა აღნიშნავს, რომ პატარა ოლივია დედას საოცრად ჰგავს.
ნათია ხუნაშვილი