გუშინ საღამოს, ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში, მოდის სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა.
წითელ ხალიჩაზე კი უამრავი სამახსოვრო მომენტიც შედგა. თვალი გადავავლოთ, თუ რით იყო გამორჩეული ,,კოსტიუმების ინსტიტუტის“ 72-ე მეჯლისი.
ბლეიქ ლაივლი, სარა ჯესიკა პარკერი და რიანა - 3 ყველაზე განხილვადი ვიზუალი.
თითოეულმა მათგანმა თავისებურად წარმოაჩინა საღამოს თემატიკა ,,მოდა და კათოლიციზმი“.
სერიალ "Gossip Girl"-ის ვარსკვლავმა გულშემატკივრები Met Gala-ს დაწყებამდეც ინტრიგაში ჩააგდო. მან გაამხილა, რომ კაბაზე მუშაობა 600 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. Versace-ს მუქი შინდისფერი კაბა ოქროსფერი, ხელით ამოქარგული დეკორითა და ლამაზი ქვებით გაფორმდა.
წაიკითხეთ სრულად