დრო გარბის, იცვლება მოდა და თქვენც იცვლებით. ის, რაც 20-30 წლის ასაკში გიხდებოდათ, 40 წლის ასაკში აღარ უნდა ჩაიცვათ.
ჩვენ 10 ნივთი შევარჩიეთ, რომლებიც თქვენს გარდერობში აღარ უნდა იყოს:
1. მზის სათვალე
მოერიდეთ ზედმეტად მკაცრი ფორმის სათვალეს, რომელიც ნახევარ სახეს გიფარავთ და გაბრაზებული ადამიანის იმიჯს გიქმნით.
2. ოვერსაიზი
ტომრისმაგვარი შარვალი და სვიტერი მოუწესრიგებელი ადამიანის შთაბეჭდილებას შეუქმნის თქვენზე გარშემო მყოფებს.
3. Total black
უნდა მოერიდოთ შავი ფერის სამოსს, განსაკუთრებით, თუ ის მქრქალი და უბრალოა.
4. ბავშვური სამოსი
თქვენ ზრდასრულ ქალბატონი ხართ და სასაცილო სამოსი აღარ შეგეფერებათ.
5. მინი
მუხლები კისერთან და ხელებთან ერთად მოურიდებლად გათქვამენ ქალის ასაკს. ამიტომ მოერიდეთ მინი-ქვედაკაბებს.
6. ჯინსის შორტი
ის უხდება ახალგაზრდა გოგონას და არა 40 წლის ქალს. უმჯობესია, ალტერნატივა მოძებნოთ.
7. დახეული ჯინსი
იმავეს თქმა შეგვიძლია. უმჯობესია, ქალიშვილს გადაულოცოთ.
8. ცხოველური პრინტები
ნებისმიერ ასაკში ვულგარულად გამოიყურება. უარი თქვით მათზე.
9. "შიშველი სამოსი"
ეცადეთ, სამოსს შარფი შეუხამოთ. ასე ლუქი დასრულებულად წარმოჩნდება.
10. ფართო გრძელი კაბა
ათეულ წელს და რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს მოგიმატებთ.
რუსუდან გელაშვილი
რა უნდა იყოს და რა არა 50 წელს გადაცილებული ქალის გარდერობში