30 წელი იდეალური ასაკია: ახალგაზრდა ხარ, ნასწავლი, გამოცდილი და ისღა დაგრჩენია, გარდერობი საჭირო და აუცილებელი სამოსით შეავსო.
თეთრი კედი - იდეალურად ეხამება ყველა სამოსს, დაწყებული ჯინსით, დამთავრებული შავი კაბით.
ზოლიანი სვიტერი - ინტელექტუალებისა და მხატვრების საყვარელი სამოსია. და რატომ არ უნდა გქონდეს შენ?
შავი მოკლე შარვალი - თუ ელეგანტურად გსურს გამოიყურებოდა, ჯინსის საუკეთესო ალტერნატივაა.
ბრილიანტის წერტილი-საყურე - უხდება ნებისმიერ სამოსს და ნებისმიერ ასაკს.
ტყავის ქურთუკი - ერთხელ იყიდი და მთელი ცხოვრება გამოგადგება.
ქაშმირის სვიტერი - ჯინსთან ერთად იდეალურ დუეტს ქმნის; სხვა სამოსთანაც.
აბრეშუმის ბლუზა - კლასიკური პრინტის აარჩიე. იგი ყოველდღიურ სამოსსაც მოუხდება და გამოსასვლელსაც.
ტყავის ქამარი - კლასიკური ქამარი ჯინსს დასრულებულ იერს მიანიჭებს.
იდეალური ჯინსი - ისეთი უნდა იყოს, რომ ფეხებიც იდეალურად გამოკვეთოს და წელიც.
"ბალეტკები" - ნებისმიერ სამოსს უხდება და ფერისა და ფასონის მიხედვით შეარჩიეთ.
ლაბადა-საწვიმარი - კლასიკური ჯობია, კრემისფერი.
ბლეიზერი - უნდა გამოკვეთოს სხეული. შეაკერინეთ გამოცდილ მკერავს. უმჯობესია შავი ფერის.
საღამოს ჩანთა - ერთი და კლასიკური უნდა გქონდეთ, რომელსაც ყველა ლუქს შეუხამებთ.
ფეხსაცმელი შეასაკრავით - საღამოს კაბასაც უხდება და ჯინსის შარვალსაც.
თეთრი მაისური - ყველა სტილის სამოსს უხდება. ეს ერთადერთი მაისურია, რომელიც კითხვას: "რა ჩავიცვა?" არ აჩენს.
ჯინსის კოსტიუმი/ქურთუკი - მსუბუქ სამოსს უხდება. მუდამ მოდაშია.
აბრეშუმის შარფი - ზამთარშიც იდეალურია და ზაფხულშიც; სამოსს კი დასრულებულ იერს ანიჭებს.
დახვეწილი სამკაული - ელეგანტური და ლაკონიური უნდა იყოს, რომელიც ყოველდღიურად შეგიძლია ატარო.
პატარა შავი კაბა - კლასიკაა. მასში თავი მდიდრულად უნდა იგრძნოთ.
მიდი-ქვედაკაბა - სამსახურისთვის და სხეულსაც გამოკვეთს.
"ნავები" - უნდა გქონდეთ. ის თქვენი გარდერობის აუცილებელი დეტალია.
პიჟამა - ხარისხიანი უნდა იყოს და სადა. არა გახუნებული და დახეული სპორტული სამოსი, რომელიც "ხალხში" აღარ ჩაიცმევა.
მზის სათვალე - უნდა გიხდებოდეთ თქვენ და იმ სამოსს, რომელსაც იცვამთ.
ჩანთა - ქალის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ამიტომ უნდა იყოს ხარისხიანი და დახვეწილი.
როლინგი - კომბინეზონსაც უხდება და ჯინსსაც.
საფულე - კლასიკური უნდა იყოს, ხარისხიანი და ცოტა ლამაზიც, ჩანთიდან ამოღების რომ არ შეგრცხვეთ.
ჩანთა შვებულებისთვის - სპორტული უნდა იყოს, მაგრამ დახვეწილი, ქალაქში ტარებაც რომ შეძლოთ.
შავი დახურული ფეხსაცმელი - საღამოსაც რომ ჩაიცვათ და დილითაც. ის თეთრ მაისურსაც უხდება და ელეგანტურ კაბასაც.
პალტო - ელეგანტური და კლასიკური უნდა იყოს.
წითელი პომადა - ფერები - ღია ვარდისფერი ან ბორდოსფერი - თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია, დახვეწილად წარმოაჩინოს თქვენი ღიმილი.
რუსუდან გელაშვილი