სტილი

ჩვენ ვიცით, როგორი საცურაო კოსტიუმებია მოდაში ამ ზაფხულს

ჩვენ ვიცით, როგორი საცურაო კოსტიუმებია მოდაში ამ ზაფხულს
არასდროსაა გვიანი ახალი საცურაო კოსტიუმის ყიდვა, რომელიც თქვენს განსხვავებულობას გამოხატავს. ეს აუცილებელი ატრიბუტი ზოგჯერ დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა შევარჩიოთ, რათა ვბრწყინავდეთ. წარმოგიდგენთ ამ სეზონის ყველაზე ტრენდულ და თანამედროვე საცურაო კოსტიუმებს.


აფრიკული პრინტით
- ამ სეზონზე მსგავსი ტიპის საცურაო კოსტიუმები განსაკუთრებით პოპულარული იქნება.




პალმების პრინტით - ეს ტრენდი წინა წელსაც აქტუალური იყო, თუმცა წელს მისი გაცილებით ბევრი საინტერესო ვარიანტი შემოგვთავაზეს.



ყვავილებით - ზაფხულს, ზღვას, მზეს, რუჯს, დამეთანხმებით, რომ ძალიან უხდება ყვავილების პრინტი და სინაზე. ეს თქვენს
ქალურობას კიდევ უფრო წარმოაჩენს.




თბილი და ცივი ფერები - წელს ძირითადი აქცენტი გადატანილია წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ, ცისფერ და ლურჯ საცურაო კოსტიუმებზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს შავი და თეთრი ფერი, რომელიც ასევე არ კარგავს აქტუალობას.



ამოღებული ზურგით - ეს ხომ ძალიან სექსუალური, თამამი და მიმზიდველია. გარუჯული ზურგის დემონსტრირებისთვის კი მშვენიერი საშუალებაა.



შავი ბიკინი შესაბნევი თასმებით - იდუმალი ქალი ზღვის ტალღებში. შავი ფერი ნაკვთებს უფრო მეტად უსვამს ხაზს, ხოლო დეკოლტე და ოდნავ შეხსნილი თასმები კი იდუმალ იერს სძენს. 




ე.წ. ბანდაჟის მსგავსი ბიკინი - როგორც ხედავთ, ტანზე მაქსიმალურად მომდგარი საცურაო კოსტიუმები და ცისარტყელას ფერები წელს ძალიან მიმზიდველია.


საცურაო კოსტიუმი თვლებით - თანამედროვე ქალბატონის არჩევანი, რომლითაც გარშემომყოფების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს და ამასთანავე, თავის ინდივიდუალურობას გამოკვეთს.




ზოლიანი და ფერადი - ამგვარი საცურაო კოსტიუმი უმჯობესია ძალიან გამხდარმა გოგონებმა ჩაიცვან, რათა მათი ფორმები უფრო სავსე გამოჩნდეს. ასეთი საცურაო კოსტიუმის მეშვეობით ნამზეურსაც უფრო შესამჩნევს გავხდით.



სპორტული სტილის, გარდამავალ ფერებში - საცურაო კოსტიუმი სხეულს მიმზიდველს უნდა ხდიდეს, ამ გზით ეს ნამდვილად გამოგვივა. გარდამავალი ფერები კი სილამაზესა და სიხალისეს შეგვმატებს.



მთავარია, შეარჩიოთ საინტერესო საცურაო კოსტიუმი, რომელიც თავისით ისაუბრებს თქვენს განწყობასა და გემოვნებაზე.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93