ალბათ, არაერთი ვარცხნილობა გინახავთ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ნანახი გაოგნებულს გტოვებთ.
ვუყურებთ და ვფიქრობთ, ნუთუ ეს სიმართლეა? ცხადია, რომ ასეთი უჩვეულო თმით სიარული დიდ სითამამეს მოითხოვს, თუმცა ზოგჯერ ეს მხოლოდ გადაღებისთვის დაგეგმილი, დროებითი ვარცხნილობაა.
ვარცხნილობა ვერტმფრენის ფორმით - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ვარცხნილობა, რომელიც მართლაც არაორდინარულია. იგი ნიუიორკელმა ხელოვანმა 2008 წელს შექმნა.
თუ ამ შედევრს დააკვირდებით, ძალიან საინტერესო ელემენტს, გიტარის გამოსახულებას აღმოაჩენთ, რომელიც ამ ვარცხნილობის მთავარი ნაწილია.
ეს სწორედ ის ფოტო გახლავთ, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო და დღემდე განაგრძობს ამას.
ცხადია, რომ იდეის ავტორი საოცრად კრეატიული ადამიანია. ასეთი ვარცხნილობის ტარებას კი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ დიდი გამბედაობა სჭირდება.
თუ ამ გოგონას თმაზე რამე უცნაური შენიშნეთ, არ შეგეშინდეთ, არ მოგჩვენებიათ, რადგან ესეც სტილისტის ჩანაფიქრია.
როგორც ჩანს, უჩვეულო ექსპერიმენტი მსახიობ ნატალი პორტმანის თმაზეც ჩაატარეს, თუმცა მსახიობი ამგვარი ვარცხნილობით, ნაკლებსავარაუდოა, რომ სტუდიის გარეთ გასულიყო.