და აი ისიც.. ნანატრი ზაფხული ჩვენ წინაშეა. ერთი სული გვაქვს გარდერობი განვაახლოთ, რომ ყველა გავაოცოთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ სეზონის ყველაზე ტრენდულ ლუქებს, რომელიც საინტერესო იდეებს გაგიღვიძებთ. შეგიძლიათ ორი რამ ერთმანეთს შეუთავსოთ: ზაფხულს თავისუფლად ჩაცმული შეხვდეთ და ამავდროულად შოკისმომგვრელად გამოიყურებოდეთ.
2018 წლის საზაფხულო მოდა, შეიძლება ითქვას, რომ არაერთგვაროვანია. თუმცა, აშკარაა, რომ ყვავილებიანი სამოსი წელსაც საკმაოდ აქტუალურია.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოკლე კომბინეზონს, გრძელ, ღრმად ჩახსნილ კაბებსა და ღრმად დეკოლტირებულ სარაფნებს.
უმნიშვნელოვანესი ნაწილია სათვალეები, რომელიც შეგიძლიათ აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ფერს შეუხამოთ.
ჯინსის შორტები და ქვედაბოლო კი სწორედ ის ორი შეუცვლელი რამ არის, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს გრილად გაგვატარებინებს.
უმჯობესია ჯინსის შორტთან ან ქვედაბოლოსთან ხალისიანი ზედა ჩაიცვათ, რათა საზაფხულო განწყობა და პოზიტივი მეტად გამოიკვეთოს.