ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს 1-2 ორიგინალური თარგის ქვედაკაბა. ხუთ ვარიანტს გთავაზობთ.
თუ გსურთ, ქვედაკაბამ ზედმეტი კილოგრამებიც დაგიმალოთ, აირჩიეთ მუქი ფერის (მუქი ალუბლისფერი, მუქი მწვანე, იისფერი და ყავისფერი).
1. ქვედაკაბა-ფანქარი
იდეალურად გამოკვეთს სხეულს. განსხვავებულად წარმოაჩენთ, თუ ფართო ქამარს გაიკეთებთ. შეუხამეთ მაღალქუსლიანი "ნავები". ის ფეხებს ვიზუალურად დააგრძელებს. კაბა-ფანქრის იდეალური სიგრძეა - მუხლიდან წვივის შუამდე. ტანდაბალმა გოგონებმა მაღალწელიან მოდელებს მიაქციეთ ყურადღება.
2. ქვედკაბა А-სილუეტი
"ქვიშის საათის" იდეალურ სილუეტს შექმნის. დაგიფარავთ ფართო გვერდებს, გამოკვეთს მკერდს და გრძელ კისერს. სიგრძე უნდა იყოს მუხლამდე ან ოდნავ გრძელი. ასეთი ქვედაკაბა აუცილებლად მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად უნდა ჩაიცვათ.
3. გვერდზე გადადებული ქვედაკაბა
გამხდარსა და მაღალს წარმოგაჩენთ. თუ გვერდზე გადადებული მუქი ფერის ქვედაკაბას ღია ფერის ზედას შეუხამებთ, მასიური გვერდებს დამალავთ. თამამ გოგონებს დიაგონალ თარგზე გამოჭრილი გადადებული ქვედაკაბა დააინტერესებთ.
4. ქვედაკაბა-შარვალი
"ფორმიან" გოგონებს განსაკუთრებით უხდებათ ფართო კაბა-შარვალი. გამხდარი რომ გამოჩნდეთ, მაღალწელიან მოდელსა და "დავარდნილ" ნაჭერს მიანიჭეთ უპირატესობა. თუ გსურთ, მაღალი გამოჩნდეთ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად უნდა ჩაიცვათ.
5. ასიმეტრიული ქვედაკაბა
ორიგინალური და დახვეწილია. ის უნდა იყოს ატლასის ან აბრეშუმის ქსოვილის, სიგრძით - მიდი. ასიმეტრიული ქვედაკაბა კარგად შენიღბავს მძიმე გვერდებს, მაღალი წელი კი ვიზუალურად აგამაღლებთ.