სტილი

როგორ გადავაქციოთ ძველი ჯინსი შორტებად (ინსტრუქცია)

როგორ გადავაქციოთ ძველი ჯინსი შორტებად (ინსტრუქცია)
ჯინსის შორტი პრაქტიკული და მოსახერხებელი სამოსია. ზაფხულში ლამაზი შორტით რომ მოიწონოთ თავი, რამდენიმე ორიგინალურ ვერსიას გთავაზობთ.
კლასიკური ჯინსი გადაჭრილი, ჩამოშვებული ძაფებით ბოლოებში.


დაგჭირდებათ:

  • ჯინსის შარვალი
  • მაკრატელი
  • საქსოვი ჩხირი
ინსტრუქცია:

1. ჩაიცვით ჯინსი და მონიშნეთ შორტის სასურველი სიგრძე.
2. მონიშნულიდან ერთი სანტიმეტრით დაბლა გადაჭერით.
3. აიღეთ საქსოვი ჩხირი და გამოაცალეთ 3-4 ძაფი.

შორტი "ბოიფრენდი"


თავისუფალი, ტომრისმაგვარი ჯინსისგან იდეალური შორტი გამოვა.

დაგჭირდებათ:

  • ძველი ჯინსი
  • მაკრატელი
  • ზუმფარის ქაღალდი
ინსტრუქცია:

1. ჩაიცვით ჯინსი და მონიშნეთ შორტის სასურველი სიგრძე. სასურველია, მუხლიდან 5-10
სმ-ით მაღლა.
2. 1 სმ შეკეცვისთვის მოიტოვეთ.
3. აიღეთ მაკრატელი და სურვილისამებრ, სასურველ ადგილებში გაჭერით.
4. ახლა კი ზუმფარის ქაღალდით ცოტათი გახეხეთ.

მაქმანიანი შორტი


ასეთი ჯინსის შორტი რომანტიკული სტილის შესაქმნელადაა.

ინსტრუქცია:

1. ჩაიცვით ჯინსი და მონიშნეთ შორტის სასურველი სიგრძე.
2. გვერდებზე სამკუთხედად ისე შეჭერით, რომ მაქმანი მიაკეროთ.
3. შორტის ქვედა ნაწილი შეგიძლიათ საპარსით შეასწოროთ.

შეკეცილი ჯინსი


დაგჭირდებათ
:

  • ძველი ჯინსი
  • მაკრატელი
  • ლურჯი ფერის ძაფი და ნემსი
  • უთო

ინსტრუქცია:

1. ჩაიცვით ჯინსი და მონიშნეთ შორტის სასურველი სიგრძე.
2. სასურველი სიგრძის ქვემოთ 5 სმ-ზე გადაჭერით.
3. გადაკეცეთ ჯინსი.
4. ეცადეთ, იდეალურად შეუკეროთ ძირები.
5. თუ იდეალური გამოვიდა, გადანაკეცი მაქსიმალურ ტემპერატურაზე გააუთოეთ, რომ ფორმა შეინარჩუნოს.

ტალღები შორტზე


ვინ თქვა, რომ შორტს მხოლოდ სწორი სიგრძე უნდა ჰქონდეს? ასეთი შორტი ყველას ყურადღებას მიიქცევს.
ჯინსის შარვალზე მონიშნეთ გადაჭრის ადგილი. მრგვალი ფორმით, შეგიძლიათ ჭიქაც გამოიყენოთ. ცარცით მონიშნეთ "ტალღები" და აკურატულად გამოჭერით.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93