მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, ლამაზი და მოდურია, მაგრამ მათი ხშირად ტარება დამღლელი და მოუხერხებელია.
მის შესაცვლელად შესანიშნავი ვარიანტია - სპორტული ფეხსაცმელი ან კედი, რომლებსაც უკვე დიდი ხანია, მხოლოდ სავარჯიშო დარბაზებში აღარ იცვამენ.
მათი შეხამება თავისუფლად შეიძლება რომანტიკული სტილის კაბებთანაც.
თუ თქვენ გინდათ, ოფისში სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვათ, შეარჩიეთ სადა მოდელი, რომლის ლოგოც პატარა ზომის იქნება. ასეთი ლუქი შესაფერისი იქნება დაწესებული დრეს-კოდისთვისაც.
სპორტული ფეხსაცმელი მხოლოდ სავარჯიშოდ არ არის კომფორტული. ტყავის ან ჯინსის ქვედაბოლოსთან ისინი ძალიან ტრენდულად გამოიყურება.
ზედატანის არჩევისას თავი შეიკავეთ პრინტიანი მაისურისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუქი მართლაც რომ სპორტული დარბაზის შესაფერისი იქნება. ყურადღება გაამახვილეთ პერანგებზე, თხელ სვიტერზე და თუ მაინცდამაინც მაისურის ჩაცმა გინდათ, ამ შემთხვევაშიც ერთი ტონის, სადა მოდელი შეარჩიეთ.
„ბოტასი“ და კედი ძალიან უხდება მკვეთრ ფერებს, პრინტებიან და ორნამენტიან ტანსაცმელს. თანამედროვე, ე.წ. - It-girls, თამამად უხამებენ ქვედაბოლოებს დაპრინტულ ტოპებს და არ ავიწყდებათ ხასხასა ფერის სპორტული ფეხსაცმელი.
თუ შენ გარისკვის გეშინია, მაგრამ ძალიან გინდა კაბის და კედების ჩაცმა, შეარჩიე კაბა-პერანგი. ამ არჩევანით ყოველთვის მოგებული დარჩები. ითამაშე ფერებით და ტექსტურით და ეჭვი ნუ შეგეპარება - შენი ლუქი მოდური და თანამედროვე იქნება.
მსუბუქი კლასიკური კაბა (განსაკუთრებთ, ფერადი) უმჯობესია, სადა, ერთ ტონში გადაწყვეტილ კედებს შეუხამოთ.
ესპადრელისა და კაბის მიქსი - ჰიტია. ფეხსაცმელი ასევე შეგიძლიათ შეუხამოთ გაშვებულ ქვედაკაბას და თხელ სვიტერს.
„Sneakers“-ები ყველაზე მეტად მოკლე კაბებს უხდება. თუ შენ პაემანზე მიდიხარ, თავისუფლად შეგიძლია საყვარელი, რომანტიკული კაბა ჩაიცვა და მხრებზე თხელი სვიტერი მოიხურო, რომელიც ლუქს ბევრად უფრო მოდურს წარმოაჩენს.
ასეთი სტილი შეუდარებელია, ისევე, როგორც ქალაქში სასეირნოდ, ასევე რესტორანში ვახშმისთვის.