მოდა ჭირვეულია. ზოგჯერ სწრაფად იცვლება, ზოგჯერ მეორდება. დიზაინერებმა მოდურად აღიარეს ის ნივთები, რომლებიც 1990-იან წლებში გვეცვა.
1. ბარდა
"ბარდა" კლასიკაა. დიზაინერებმა შეკერეს სარაფნები, კაბები, კლასიკური კოსტიუმებიც და დარწმუნებულები არიან, რომ "ბარდა" მსუბუქი და რომანტიკულია.
2. წელის ჩანთა
90-იანებში ყველა ვაჭარს ეკეთა. ახლა მოდურია. უხდება ნებისმიერ სტილსა და სამოსს, გამოკვეთს წელს.
3. პოპ-არტი
ნახატიანი სამოსი დაგეხმარებათ, ერთტონიანი ლუქი მოდური გახადოთ. გამოიყენეთ ნახატები, ნაქარგები.
4. ანიმალისტური პრინტი
"ზებრა", "ლეოპარდი", "პითონი" შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ. ის მოდურია!
5. ფართო შარვალი
მას ოფისშიც ჩაიცვამთ და წვეულებაზეც. განსაკუთრებით მოდურია მაღალწელიანი და ზოლიანი.
6. კროკსები
პლატფორმის წყალობით ამაღლდა, დიზაინერებმა დეკორიც დაუმატეს და მაინც ისევ პოპულარულია. მისი ჩაცმა სეირნობისას და კაფეში წასასვლელადაც შეგიძლიათ.
7. ასიმეტრია
იდეალურად გამოიყურება ასიმეტრიული თარგის ზედა, სარაფანი, დენიმის სამოსი.
8. თავისუფალი სტილი
სამოსი მოსახერხებელი უნდა იყოს. თავისუფალი ნივთები კი ყველა ტიპის სხეულს უხდება. შეუხამეთ ან ქუსლიანი ფეხსაცმელი, ან კედები.
9. ეკლექტიკა
გეომეტრიული და ცხოველების გამოსახულებიანი პრინტები იდეალურად ეხამება ერთმანეთს. თამამად გამოიყენეთ პეჩვორკი, ზოლები და კუბოკრული სამოსი ანიმალისტურ და პოპ-არტ პრინტებთან ერთად.
10. ლამპასებიანი შარვალი
ზოგს სამხედრო სტილს აგონებს, ზოგს - სპორტულს. თუ მოკლე ტოპთან ერთად ჩაიცვამთ, კედები მოუხდება; თუ გრძელ, ლამპასებიან შარვალს ამჯობინებთ, მაშინ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შედექით.
11. ყავისფერი
ყავისფერი, ჭაობისფერი, ქვიშისფერი, ტერაკოტა - ყველა ფერი შეგიძლიათ თამამად ჩაიცვათ. ერთ ლუქში კი შეგიძლიათ ერთი გამაც გამოიყენოთ.
12. ვერტიკალური ზოლები
ასეთი ზოლები უფრო მაღალსა და გამხდარს გამოგაჩენთ. თუ ზოლიანი შარვლის ჩაცმას აპირებთ, შეუხამეთ კლასიკური ერთტონიანი პერანგი.
13. წითელი
წითელი ის ფერია, რომლის არშემჩნევაც შეუძლებელია. ის, მგონი, ყველა სეზონზე მოდურია, მაგრამ წელს განსაკუთრებით.
14. პლასტიკი
ჩაიცვით პლასტიკის ლაბადა, ფეხსაცმელი. მოირგეთ ჩანთა და აქსესუარები, თუ გსურთ, მოდას არ ჩამორჩეთ.
რუსუდან გელაშვილი