ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქეთას მიმზიდველი ფიგურა აქვს. როგორც ხედავთ, ის უპირატესობას ტრენდულ და ორიგინალურ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებს.
ზოგადად, მომღერალი ჩაცმულობას დიდ ყურადღებას უთმობს და მისი მომხიბლაობა ადამიანებზე წარუშლელ კვალს ტოვებს.
ქეთა ამ სეზონზე უპირატესობას მთლიან, ერთიან საცურაო კოსტიუმებს ანიჭებს. ზოგ მათგანს ზურგი მთლიანად ამოღებული აქვს.
აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფერად ტონებზე: ყვითელი, ცისფერი, წითელი. ეს სამი ფერი, როგორც ჩანს, დომინანტია.
მომხიბლავი ქალბატონი არც შავი ფერის საცურაო კოსტიუმზე ამბობს უარს. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო გაფორმებას, რაც სხეულს კიდევ უფრო ლამაზს ხდის.
თქვენ რას იტყვით, რომელი ვარიანტი უფრო მოგწონთ?