სტილი

დემნამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"

დემნამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"
Vetements-ის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ით დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ აა­ლა­პა­რა­კა, ამ­ჯე­რად კი ყუ­რა­დღე­ბის ცეტრში სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია მო­ექ­ცა. Vogue წერს, რომ კო­ლექ­ცი­ით დი­ზა­ი­ნერ­მა, რომ­ლის ბავ­შვო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა და­ან­გრია, სა­კუ­თა­რი თავი აჩ­ვე­ნა.

„კო­ლექ­ცია მი­ვუ­ძღვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნას, სა­დაც მე და ჩემი ძმა, გუ­რა­მი 90-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დით. ვე­ცა­დე, ჩვე­ნე­ბი­სას თვა­ლი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა ში­შის­თვის და ტკი­ვი­ლის­თვის“, - ამ­ბობს დემ­ნა გვა­სა­ლია.

Vogue წერს, რომ გვა­სა­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ორი წლის მან­ძილ­ზე ემ­ზა­დე­ბო­და კო­ლექ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად და სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვდა, რომ მზად იყო, წარ­სუ­ლი კი­დევ ერთხელ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

ჩვე­ნე­ბა პა­რიზ­ში შედ­გა, ხი­დის ქვეშ, სა­დაც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და აფ­რი­კი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი კარ­ვებ­ში ცხოვ­რობს. დემ­ნამ შო­უს­თვის დად­გა დიდი თეთ­რი მა­გი­და, სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა.
„დღეს ყვე­ლა ომსა და ლტოლ­ვი­ლებ­ზე ლა­პა­რა­კობს და მე ვიცი, ეს რას ნიშ­ნავს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბა­ცაა“, - ამ­ბობს დემ­ნა.

Rating
გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93