Vetements-ის ახალი კოლექციით დემნა გვასალიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა, ამჯერად კი ყურადღების ცეტრში საქართველოს უახლესი ისტორია მოექცა.
Vogue წერს, რომ კოლექციით დიზაინერმა, რომლის ბავშვობა სამოქალაქო ომმა დაანგრია, საკუთარი თავი აჩვენა.
„კოლექცია მივუძღვენი საქართველოს, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა, გურამი 90-იან წლებში ვიზრდებოდით. ვეცადე, ჩვენებისას თვალი გამესწორებინა შიშისთვის და ტკივილისთვის“, - ამბობს დემნა გვასალია.
Vogue წერს, რომ გვასალია ფსიქოლოგიურად ორი წლის მანძილზე ემზადებოდა კოლექციის შესაქმნელად და საბოლოოდ მიხვდა, რომ მზად იყო, წარსული კიდევ ერთხელ გაეხსენებინა.
ჩვენება პარიზში შედგა, ხიდის ქვეშ, სადაც ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ემიგრირებული ხალხი კარვებში ცხოვრობს. დემნამ შოუსთვის დადგა დიდი თეთრი მაგიდა, საქორწინო სუფრა.
„დღეს ყველა ომსა და ლტოლვილებზე ლაპარაკობს და მე ვიცი, ეს რას ნიშნავს. უცნაურია, მაგრამ ეს ამბები ჩემი ცხოვრების შესახებაცაა“, - ამბობს დემნა.
გაგრძელება