ყველაზე სანახაობრივი, დაუვიწყარი მეგა-შოუს კულმინაციური მომენტი გვიახლოვდება.
დღეს, "იმედის" ეთერში, 22:00 საათზე ნახავთ, ვინ გაიმარჯვებს ფინალისტებს შორის. მთელი ამ დროის განმავლობაში "X ფაქტორი" გვანებივრებდა სულში ჩამწვდომი სიმღერებით, ახალი სახეებით, საინტერესო სიუჟეტებით, მოდური ლუქებით. დიახ, მოდა და სტილი შოუბიზნესში ერთ-ერთი აქტუალური, მნიშვნელოვანი საკითხია.
გთავაზობთ "X ფაქტორის" ჟიურის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი წევრების ლუქების შედარებას.
ნანიკოს არჩევანი ნამდვილი კლასიკაა - წითელისა და შავის კომბინაცია, სექსუალური და ამავდროულად, ელეგანტური. თამთას ჩაცმულობა კი მის სიმამაცეზე მეტყველებს. მისი არაორდინარული, ფერადი, ზოლიანი სამოსი და არანაკლებ განსხვავებული ვარცხნილობა პეპის ასოციაციას იწვევს. ნამდვილად სარისკოა ასეთი ორიგინალური ლუქის მორგება.
თამთას სამოსი თეთრი ფერისაა. მაღალყელიანი ჩექმა სხვადასხვა სიმაღლეზე აქვს დაყენებული, თმა უკან გადაწეული და კრეატიულად შეკრული. იისფერი ტუჩსაცხი ამ ყველაფერს განსხვავებულ ელფერს სძენს. ნანიკო კი კვლავ მინიმალიზმისკენ იხრება - შავი, გლამურული და მიმზიდველი სამოსი, ღრმა დეკოლტე და სადა მაკიაჟი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
შინდისფერ კაბას ლურჯი ელემენტებით, იდეალურად ეხამება ასეთი მაკიაჟი, თუმცა თამთას ორიგინალური იმიჯი საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ნანიკო “სთრით სთაილისკენ” იხრება. ხორცისფერ, კუბოკრულ, ყელიან მაისურსა და ჯინსს სექსუალურ ელფერს სძენს გამჭირვალე ქსოვილში გალანდული შავი ბიუსტჰალტერი.
თითქოს თამთას იმიჯი ყოველ გადაღებაზე განსხვავებულია, თუმცა უკვე მაყურებლისთვის უცხო აღარაა მისი “კალიგრაფია". ასევე მკვეთრად იკვეთება ნანიკოს მინიმალისტური, სადა იმიჯი, რომელზეც ზრუნავს “მაკრატელი".
"ოთხი სკამის" ტურზე თამთა რეტრო-სტილში მოგვევლინა. ნანიკოს მაისურს განსაკუთრებით ნაზად და ლამაზად გაფორმებული გული აქვს.
“ვარდისფერი პანტერა" - ასე შეაფასა ანრი ჯოხაძემ "ორი სკამის" ტურში თამთა გოდუაძე. ნანიკოს ჭაობისფერმა სამოსმა მაყურებლის დიდი მოწონება და სოცქსელში დადებითი კომენტარები დაიმსახურა.
თეთრისა და ვერცხლისფერის კომბინაცია, "კარესთან" ერთად, თამთას ლუქებს შორის ყველაზე სადაა. ხორცისფერი, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ფერს უხდება. არც ნანიკოს ლურჯი ფეხსაცმელია გამონაკლისი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
შავ ბადეზე ვარდისფერი უმკლავო სამოსი და ვინტაჟური ვარცხნილობა მკვეთრ მაკიაჟთან ერთად თამთას ძალიან მოუხდა. ნანიკოს მუქი ფერებიდან თეთრებზე გადასვლა მოულოდნელი იყო.
თამთას პეპელა და ყვავილებით მოკაზმული კაბა შეუძლებელია ვინმეს ყურადღების მიღმა დარჩენოდა, ნანიკოსგან განსხვავებით, რომლის სადა, მუქი ლურჯი სამოსის ფოტოც კი არსად შეგხვდებათ. სამაგიეროდ, დასამახსოვრებელია ნანიკოს შინდისფერი სექსუალური ლუქი, რომელიც მაშინ ეცვა, როცა თამთამ საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
შეადარეთ თამთასა და ნანუკას ლუქები და შეაფასეთ.
შეგახსენებთ, დღეს, 22:00 საათზე, "იმედის" ეთერში უყურეთ ფინალს და ხმა მიეცით თქვენს რჩეულს.
მერიემ კაკაურიძე