ორიგინალი და პატენტი ფეხსაცმელი - ვიზუალურად მეტად მსგავსი, თუმცა რეალურად მეტად განსხვავებული ორი პროდუქტია.
დღევანდელ დღეს, ორიგინალთან ვიზუალურად იმდენად მიახლოებული პატენტები არსებობს, რომ ერთი შეხედვით მათი გარჩევა მეტად რთულია. ეს, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის პატენტს ეხება, რაც მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის, საქართველოშიც, ფართოდ ხელმისაწვდომია. მათ შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი ხარისხია.
5 მთავარი ნიშანი, რომელიც ორიგინალი ფეხსაცმლის არაორიგინალისგან გარჩევაში დაგეხმარებათ, არის:
• დარწმუნდეთ, რომ ბრენდის ლოგო ზუსტად ისეა გამოსახული ფეხსაცმელზე, როგორიც სინამდვილეში არის.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
• შეამოწმოთ ფეხსაცმლის შიდა მხარე. ლოგო განთავსებული უნდა იყოს ფეხსაცმლის საფენზეც.
• ბრენდირებულ ფეხსაცმელს აქვს მისი უნიკალური სერიული ნომერი, რომელიც ფეხსაცმლის ენაზეა დატანილი. ნომერი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს მის ყუთზე არსებულ დაბეჭდილ ნომერს.
• ხარისხიანი ფეხსაცმელი გადაღუნვისას სწრაფად უბრუნდება პირვანდელ ფორმას და არ იკეთებს ნაკეცებს.
• ხელით შეხებითაც კი იგრძნობა ფეხსაცმლის მასალის ხარისხი, რომელიც მხოლოდ ორიგინალ ფეხსაცმელს აქვს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
„ნიუ ბალანსის“მაღაზიათა ქსელის ვაჟა-ფშაველას ფილიალის მენეჯერის, ლაშა ფრუიძის განმარტებით, ვერცერთი არაორიგინალი ფეხსაცმელი ვერ შეუქმნის მომხმარებელს იმ კომფორტს, რასაც ორიგინალი სთავაზობს.
„არაორიგინალი ფეხსაცმელი, მისი დაბალი ხარისხის გამო, მომხმარებელს კანის პრობლემებსაც კი უქმნის. ფეხსაცმლის შემთხვევაში, უხარისხობის გამო ვაწყდებით ტერფის სხვადასხვა სახის დაავადებას. არაორიგინალი ფეხსაცმელი შეკერილია დაბალი ხარისხის მასალისგან, იყენებენ შეუსაბამო საღებავს და არ იცავენ ჰიგიენურ ნორმებს. სწორედ ამის ხარჯზე გამოდის არაორიგინალის ფასი უფრო დაბალი. ასევე, გამძლეობა და ხშირ შემთხვევაში ვიზუალის ის დეტალებიც, რომლებიც ქმნის გამორჩეულ, დახვეწილი დიზაინის ფეხსაცმელს. „ნიუ ბალანსის“ ფეხსაცმელი ცნობილია მისი მაღალი ხარისხით, კომფორტულობით და განსაკუთრებული დიზაინით. ამ ყველაფრის გაგება კი მომხმარებელს მხოლოდ ორიგინალი ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ შეეძლება. ორიგინალი ფეხსაცმლის ამოცნობაში კი დაგეხმარებათ მისი ყუთიც. „ნიუ ბალანსის“ ორიგინალი ფეხსაცმლის ყუთი არის მყარი, რომელზეც დატანილია ყველა მახასიათებელი, რომელიც ფეხსაცმელს უნიკალურს ხდის“, - განმარტავს ლაშა ფრუიძე.
ორიგინალი პროდუქციის არაორიგინალისგან გარჩევა ბოლო პერიოდში მეტად პოპულარულმა ონლაინვაჭრობამაც გაართულა. ონლაინყიდვის შემთხვევაში ერთადერთი საიმედო გზა ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობებისგან შეძენაა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>