დაწნული ჩალის ან ბამბუკის ჩანთით შექმნილი შენი ორიგინალური სტილი - Marao

დაწნული ჩალის ან ბამბუკის ჩანთით შექმნილი შენი ორიგინალური სტილი

2020-05-18 12:23:23+04:00

ზაფხულის განუყრელი ატრიბუტი, ყველა დროის მოდური აქსესუარი, ე. წ. ზაფხულის ჩანთა, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ფრანგმა მსახიობმა ჯეინ ბირკინმა ჩაჰბერა ფრანგული სული ამ ტრენდის შექმნას.

იგი განუყრელად ატარებდა დაწნულ ჩანთას ყველგან - სანაპიროზე, ქალაქში თუ წვეულებებზე და გახდა კიდეც მოდის მოყვარულთა ინსპირაციის წყარო.

გარუჯული სხეული, საზაფხულო განწყობა და ფრანგული სიმსუბუქე. ახლა კი რომანტიკული ლუქის შერჩევის დროა.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

შექმენით თქვენი გამორჩეული სტილი!

ანი მაისურაძე