ჩემს მეგობარს ურჩევნია, უბრალო კაბა ეცვას, მაგრამ ძვირფასი ფეხსაცმელი და მართალიც არის.
ადამიანის გაცნობისას, პირველ რიგში, ფეხსაცმელს ვაკვირდებით. ის ან აუმჯობესებს ადამიანის ჩაცმულობას, ან აფუჭებს. რა შეცდომა არ გვეპატიება ფეხსაცმლის ყიდვისას?
1. ძალიან მაღალი პლატფორმა
მართალია, აგამაღლებთ, მაგრამ თავად ფეხსაცმელი ვულგარულად, უგემოვნოდ გამოიყურება.
2. დიდი ზომა
შეიძლება პატარაც იყოს, მაგრამ არსი არ იცვლება. თუ ფეხსაცმელი ფეხზე კარგად არ გაქვთ მორგებული, ე.ი. სხვისი გაცვიათ. ამასთანავე, ნუ აირჩევთ მოდურს. აირჩიეთ ის, რომელიც ლამაზი და მოსახერხებელია.
3. ზედმეტად "რთული" დიზაინი
ფეხსაცმელი დახვეწილი და ხარისხიანი უნდა იყოს. თუ ბრენდის ნაცვლად მისი იაფფასიანი ასლი შეიძინეთ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ტყავი და ხავერდი იაფფასიანმა მასალამ ჩაანაცვლა.
4. "მეტალიკა"
თუ გოთი ან ბაიკერი გოგონა არ ხართ, უფრო მოკრძალებული ფეხსაცმელი შეიძინეთ.
5. გაქუცული
ნებისმიერი ნაკაწრი, გადახეხილი ან გაქუცული ფეხსაცმელი თვალშისაცემია. თუ ვერ გადააგდებთ, მეტი აკურატულობა გმართებთ.
6. ხელოვნური ტყავი
სასჯელი არაა. გააჩნია, რა ფასონის ფეხსაცმელია შეკერილი. "კლიონკა" მდიდრულ და ხარისხიან ფეხსაცმელს ვერასდროს შექმნის.
7. ლაკის ფეხსაცმელი
უნდა გაითვალისწინოთ ხარისხი, ფასონი, ფერი. მაგალითად, შავი ფერის კლასიკური ფეხსაცმელი უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე ცისფერი ან ვარდისფერი ლაკის გადაპრანჭული ფეხსაცმელი.
რუსუდან გელაშვილი