სტილი

თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს

თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.

1. მომღერალი აიშე აჯე პეკანი, 72 წლის


თურქული პოპ-სცენის სუპერვარსკვლავია. მომღერილის 50-წლიანი კარიერაში 20 ალბომი აქვს ჩაწერილი. 9 ენაზე მღერის. თურქულის გარდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.

2. ველომრბოლელი რობერ მარშანი, 106 წლის


სამჯერ გახდა მსოფლიო რეკორდსმენი 100+ და 105+ ასაკობრივ კატეგორიაში. ექიმმა, რომელიც რობერს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ მამაკაცს 60
წლის ადამიანის გული აქვს. სამედიცინო კვლევამ დაამტკიცა, რომ კვირაში 2-4 საათი ველოსიპედით მოძრაობა აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

3. ბლოგერი ბადი ვინკლი, 89 წლის


85 წლის იყო, როცა შვილიშვილმა "ტვიტერი" და "ინსტაგრამი" გაუხსნა. მოდის მიმდევარი ქალბატონი ხშირად აქვეყნებს პროვაკაციულ ფოტოებს. "ვფიქრობ, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ, კარგი გენები მაქვს. ჯინსი კი ძალიან მიხდება".

4. ფოტოგრაფი, კიმიკო ნისიმოტო, 89 წლის



ფოტოგრაფიამ 72 წლის ასაკში გაიტაცა, იღებს პეიზაჟებს, ნატურმორტებს. პოპულარობა ირონიულმა ავტოპორტრეტებმა მოუტანა. ტოკიოში მის პერსონალურ გამოფენას 16 ათასი დამთვალიერებელი დაესწრო. თვითნასწავლი ფოტოგრაფი მასტერ-კლასებსაც ატარებს.

5. ალპინისტი მასასი ტოიოდა, 94 წლის



74 წლის იყო, როცა მუშაობას თავი დაანება და ფეხთ სეირნობა დაიწყო. თანამოაზრეებთან ერთად 20-ჯერ დალაშქრა ფუძიამა.

6. მარათონელი ფაუჯა სინგხი, 107 წლის


მსოფლიო რეკორდსმენი 90+ და 100+ ასაკობრივ კატეგორიაში. ინდოეთში 80 წლამდე მიწათმოქმეებას მისდევდა. 80 წლის ასაკში ლონდონში, შვილთან გადავიდა საცხოვრებლად და მარათონებში ჩაერთო.


7. მოდელი კარმენ დელ’ორეფიჩე, 86 წლის



მოდელის კარიერა 30 წლის ასაკში სრულდება, მაგრამ კარმენი პროფესიაში 56 წლის დაბრუნდა. მოდელი ყოველ დილით სუნთქვით ვარჯიშებს ასრულებს, ახალგაზრდობა დიდი ხნით რომ შეინარჩუნოს. გარდა ამისა, ყოველ დილით, უზმოზე ლიმონიან წყალს სვამს. მკაცრ დიეტას არ იცავს, ჯანსაღად იკვებება და ხანდახან ნაყინის ჭამის უფლებასაც აძლევს საკუთარ თავს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93