ოდრი ჰეპბერნი - სტილისა და ეპოქის სიმბოლოა. მეგანი, რომელიც პრინც ჰარიზე დაქორწინდა, სასექსის ჰერცოგინია გახდა.
შეიძლება მარტო ჩვენ გვეჩვენება, რომ მარკლი ოდრის ბაძავს ჩაცმის სტილით, ნახეთ, 13 დამთხვევა აღმოვაჩინეთ.
პატარა შავი კაბა
მეგან მარკლი Emilia Wickstead-ში და ოდრი ჰეპბერნი ფილმში "საბრინა", 1954 წელი.
შლაპა
მეგან მარკლი Phillip Treacy-ს შლაპით და ოდრი ჰეპბერნი ფილმში "ჩემი მშვენიერი ლედი", 1964 წელი.
Millennial Pink
მეგან მარკლი Carolina Herrera-ს კაბასა და Phillip Treacy-ს შლაპაში. ოდრი ჰეპბერნი თავის ქორწილში, მეორე ქმართან ანდრეა დოტისთან, Givenchy-ს კაბაში, 1969 წელი.
კრემისფერი პალტო
მეგან მარკლი, 2017 წელი და ოდრი ჰეპბერნი, 1968 წელი.
ყვითელი კაბა
მეგან მარკლი Brandon Maxwell-ის კაბაში და ოდრი ჰეპბერნი ფილმის "პარიზი, როცა იქ ცხელა" აფიშაზე, 1964 წელი.
შოტლანდიური კუბოკრული
ოდრი ჰეპბერნი Burberry-ს კაბაში და მეგან მარკლი მსგავს პალტოში.
Givenchy-ს კაბა
მეგანს ის 2018 წელს ეცვა. ოდრის - 1963-ში ფილმში "შარადა".
ბერეტი
მარკლი Stephen Jones-ის ბერეტში, ოდრი ფილმში "პიკანტური სოუსი", 1950 წელი.
ლაბადა
ოდრი ჰეპბერნი ფილმში "საყვარელი სახე", 1957 წელი და მეგან მარკლი Artizia-ს ლაბადაში.
დეკოლტე-ნავი
მეგან მარკლი Dior-ში და ოდრი ჰეპბერნი ფილმში "საბრინა". მისი გამოსვლის შემდეგ დეკოლტეს ამ ვარიანტს "საბრინა" დაერქვა.
კაბა-პერანგი
მეგანს Givenchy-ს კაბა აცვია. ჰეპბერნს - ისეთივე, რომში, 50-იანი წლები.
პატარძალი
მეგან მარკლი Givenchy-ს კაბაში და ოდრი Zoe Fontana-ს კაბაში, ჯეიმს ჰენსონთან ქორწილისთვის, რომელიც ჩაიშალა.
Givenchy-ს კოსტიუმი
მეგანს Givenchy-ს კოსტიუმი შარვლით აცვია, ოდრის - ქვედაკაბით.