თუ ფიქრობთ, რომ ყველაზე უცნაური ყველა საცურაო კოსტუმი უკვე ნახეთ, ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ გაგაოცოთ - „ამოტრიალებული“ ბიკინი მათ შორის ნამდვილი ლიდერია.
თითქოს ბიკინის ტარების ერთადერთი გზა არსებობს, თუმცა ასე სულაც არ არის - იტალიელმა მოდელმა და დიზაინერმა ვალენტინა ფრადეგრადამ გადაწყვიტა, რომ „კლასიკური“ ვარიანტი მისთვის საკმარისი არ იყო და საკუთარ Instagram-ზე უფრო „კრეატიული“ ვარიანტი გვიჩვენა.
„ამოტრიალებული“ ბიკინი ელვისებურად იქცა ნამდვილ სენსაციად და გოგონებმა მთელი მსოფლიოდან დაიწყეს ვალენტინას სანაპირო „ლუქის“ გამეორება.