სტილი

უგემოვნობის 7 ნიშანი - გაითვალისწინეთ!

უგემოვნობის 7 ნიშანი - გაითვალისწინეთ!
როგორც კოკო შანელი ამბობდა, კარგი გემოვნება უსასრულოა, ხოლო უგემოვნობას აქვს საზღვარი. თუმცა, მისი აღმოჩენა ზოგჯერ ისეთივე რთულია, როგორც კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე
სადავო თემა მაინც ჩაცმის სტილია. წარმოგიდგენთ უგემოვნობის ყველაზე გავრცელებულ ნიშნებს. - რისთვის? - იცნობდე მტერს, ეს უპირატესობაა, რადგან ამგვარად, მასთან გამკლავება უფრო იოლია.

1. არასწორი ზომა


მოდაში შეიძლება არის კიდეც დიდი ზომის ტანსაცმელი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი სამოსი მაღალ და გამხდარ გოგონებს უხდებათ. თუ
თქვენ მინიატურული ან დიდი ზომის ფიგურა გაქვთ, აუცილებლად თქვენი ზომის ტანსაცმელი უნდა შეარჩიოთ. ამაზე უარესი კი პატარა ზომის ტანსაცმელია, რომელსაც გოგონები იმის იმედით ყიდულობენ, რომ ოდესმე გახდებიან. როგორ უნდა მოიქცეთ? ზუსტად შეაფასოთ თქვენი ფიგურა და არ დაგეზაროთ ტანსაცმლის გადაკეთება, თუ ის ამას საჭიროებს.

2. ძვირად ღირებული ჩანთების პატენტები


პატენტი ძალიან შესამჩნევია. როგორც წესი, ასეთ მოდელებს არ აქვთ შესაფერისი ფერი, ხარისხი და დეტალები. თუ ბრენდის სახელი სწორად წერია, უზარმაზარი ოქროს ასოები -Versace - ჩანთაზე ან ქურთუკზე ნამდვილად არც ერთ ქალს არ დაამშვენებს. ამიტომ ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას. საშუალო ფენისთვის შექმნილ ბრენდებშიც შეიძლება იპოვოთ შესაფერისი ჩანთა, რომელიც ელეგანტურობას გაუსვამს ხაზს.

3. რუჯის ფერი, ბადე და ბრჭყვიალა კოლჰოტი


კრემისფერი კოლჰოტი, ძირითადად, სჭირდებათ მათ, ვისაც არ უნდა თეთრი ფეხების გამოჩენა, მაგრამ ეს დათვური სამსახურია. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, გარდერობში კოლჰოტი უნდა იყოს შავი და სქელი, ან საერთოდ არ უნდა იყოს.

4. ჩანთა და ფეხსაცმელი ერთ ფერში


ეს ყოველთვის მოსაწყენად გამოიყურება და მწირ ფანტაზიაზე მიგვითითებს. თავისუფლად აარჩიეთ აქსესუარები. ფერების არევა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ ფაქტურა შეუხამოთ. მაგალითად, დაიჭიროთ პრიალა ტყავის ჩანთა და მას პითონის ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი შეუხამოთ. თუმცა, ფრთხილად იყავით, ყვითელი ჩანთით და წითელი ფეხსაცმელებით შუქნიშანს დაემსგავსებით.

5. სამ ფერზე მეტი


ლურჯი ჟაკეტი, ვარდისფერი კაბა, ყვითელი ფეხსაცმელი და წითელი ჩანთა - შეიძლებოდა რომელიმე ვარსკვლავის street style-სთვის ყოფილიყო კიდეც მომგებიანი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს გემოვნების არქონაზე მიუთითებს. აქ ლაპარაკი არ არის ეთნიკურ ან დაპრინტულ კაბებზე (თუმცა ამ უკანასკნელმა შეიძლება დაგვაფიქროს), არამედ გარდერობში არსებულ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ნივთებზე. როდესაც ტანსაცმელს არჩევთ, უმჯობესია, შეუხამოთ ფერები ერთმანეთს და აარჩიოთ სამი ან, უკეთეს შემთხვევაში, ორი ფერი.

6. დიდი რაოდენობის სამკაულები


ყველაფერი საუკეთესო ერთად - ამ პრინციპით შორს ვერ წახვალთ. ოქროს ბეჭდები ყველა თითზე, ორი კოლიე, გრძელი საყურეები და სამაჯური - ალბათ, მსგავსი ლუქი ხშირად გინახავთ და ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს კარგ გემოვნებასთან კავშირი არ აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ არასოდეს გაიკეთოთ გრძელი საყურეები კოლიესთან და თუ მაინცდამაინც რამდენიმე ბეჭდის გაკეთება გადაწყვიტეთ ერთ თითზე, შეარჩიეთ პატარა და თხელი მოდელები.

7. დაგრძელებული ფრჩხილები


ამას ისევე, როგორც სხვა ზემოთ ხსენებულს, არ აქვს არაფერი საერთო მოდასა და გემოვნებასთან, მაგრამ ის ისეთი საშინელებაა, რომ აუცილებლად უნდა ვთქვათ მასზე ერთი-ორი სიტყვა. თქვენ ვერასოდეს ნახავთ ვარსკვლავს, რომელიც საკუთარ თავს სცემს პატივს დაგრძელებული ფრჩხილებით. გადახედეთ მანიკიურის უკანასკნელ ტენდენციებს და ნახავთ, რომ იქ ყველაფერია, გარდა ამისა. იყავით სადა და უბრალო, არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ ფრჩხილების მოვლის დროსაც.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93