როცა როკ-ვარსკვლავს წარმოვიდგენთ, ჩვენს ფანტაზიებში ის ყოველთვის შავებშია ჩაცმული.
მსგავსი სტილის შესაქმნელად აუცილებელი არ არის, მუსიკით დაკავდეთ ან მოედანი შეავსოთ.
საკმარისია, შეიძინოთ ტყავის მოკლე ჩექმა, რაც დამდეგ სეზონზე ძალიან აქტუალური იქნება.
ის შეგიძლიათ სადა კაბას შეუხამოთ მცირე ჭრილით. ნუ დაგავიწყდებათ, სტილს მასიური სათვალეები და ტყავის თხელი ქამარი მოარგოთ.
ვინც უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს, მათ ამ ულტრამოდურ ჩაცმულობას ვთავაზობთ, მასიური პიჯაკით - ასე არ იქნებით მოსაწყენი და არც ზედმეტად ოფიციალური.
საუკეთესო ვარიანტია, თუ პიჯაკს მაისურს ან თეთრ პერანგს მოარგებთ, ბოლომდე შეკრული ღილებით.
შესანიშნავი დამატება იქნება ვიწრო ტყავის შარვალი. შეგიძლიათ ნებისმიერი ფეხსაცმელი მოარგოთ: ნახევრად სპორტული ფეხსაცმლიდან - ელეგანტური მაღალქუსლიანით დამთავრებული.
ყველაზე არამოსაწყენი სტილია - Dior-ის სტილის ნახევრად გამჭვირვალე კაბის შეხამება უხეშ "ბათინკებთან".
ამ მოდელს მხოლოდ გრძელი პალტო არ უხდება - უფრო თბილ ამინდში შეგიძლიათ შავი ტყავის ქურთუკი მოირგოთ.
„ჯარის ბათინკები" კი შეგიძლიათ ნებისმიერ სამოსს შეუხამოთ - ნებისმიერ ვარიანტში მოდური და მომგებიანია.
შავი ფერი ზამთრის ერთგული თანამგზავრია, მაგრამ მასიდან რომ გამორჩეული იყოთ, მოცულობითი ქურთუკი დაგჭირდებათ, რომელსაც შეგიძლიათ ფართო შარვალი და კედები შეუხამოთ.
ხოლო, ვიდრე შემოდგომა ჯერ კიდევ არ დამდგარა, ქუჩაში მომხიბვლელი კაბით გასვლას ჯერ კიდევ მოახერხებთ, რასაც ორიგინალურ ღია ფეხსაცმელს და შლაპას მოარგებთ.
მასიური საყურეების გარდა, სტილისთვის ორიგინალური დანამატი იქნება თავზე შემოხვეული თავსაბურავი, რომელიც ქუდიდან მოჩანს.