დევიდ კომა შემოდგომა/ზამთარი 2018/2019 წლების კოლექცია (ვიდეო) - Marao

დევიდ კომა შემოდგომა/ზამთარი 2018/2019 წლების კოლექცია (ვიდეო)

2018-09-21 11:43:52+04:00

არცერთი წარუმატებელი დეფილე. ყველა მისი კოლექცია ყოველთვის აღფრთოვანების საგანია. მის სამოსში გამოწყობილან ისეთი "სელებრითები", როგორებიცაა: ბიონსე, კაელი მინოუგი, ლედი გაგა, რიანა და სხვები. მისი კოლექცია დაიბეჭდა ”ვოგის” ფურცლებზე...და ის ქართველია!!!
დავით კომახიძე ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერია. მისი სახელი მოდურ სამყაროში "Central Saint Martins fashion college" საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გამოჩნდა.

მოგვიანებით მისი კოლექცია გაგზავნილ იქნა "Harrods"-ში, სადაც მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ბრენდებია გამოფენილი.

ამას კიდევ მოჰყვა რამდენიმე წარმატება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიონსემ "MTV"-ს დაჯილდოებაზე მისი კაბა მოირგო, დევიდ კომას სახელმა სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო მოდის და შოუბიზნესის ისტორიაში.

გთავაზობთ მის ახალ, 2018/2019 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას!