მართალია, არ გვინდა ამის აღიარება, მაგრამ ზამთარი ახლოვდება. დროა, მზადება დავიწყოთ.
ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო "ბათინკები" და აგიხსნით, თუ რასთან უნდა ჩაიცვათ ისინი.
ცივი ზამთრის მთავარი "მასთჰევი" - თეთრი "ბათინკია" მოხატულ ძირზე. მისი ჩაცმა ჯინსებთან და დუტის ქურთუკთან შეგიძლიათ, ან მაქსი-კუბოკრულ პალტოსთან. ასევე, უხდება დაპლისულ ქვედაკაბას და ოვერსაიზ სვიტერს.
ბეწვიანი "ბათინკი" იდეალურად ეხამება ოვერსაიზ "დუბლიონკას", მუქი დენიმის ჯინსებს და მსგავსი ფერის შარვლებს. ასეთი "ლუქი" ყოველდღიური სტილისთვის გამოგადგებათ.
ცისფერი "ბათინკი" იდეალურად ეხამება პარკას. სასურველია, პარკა ყვავილების პრინტით იყოს.
ამ შემოდგომაზე ვერ გამოხვალთ ლეოპარდის პრინტის გარეშე.
შეუხამეთ ერთტონიან პალტოს ან ტრენჩს.
ასეთი სტილის "ბოტასები" კი მოუხდება გოგონებს, რომლებიც სპორტ-შიკის სტილში იცვამენ.