პირველი ჩვენს საშემოდგომო Must have-ის სიაში ქაშმირის სვიტერია. ორიგინალური, ნაზი ვარდისფერი სვიტერი გაგიხალისებთ შემოდგომის ყველაზე ღრუბლიან დღეებსაც კი.
იდეალურად ეხამება ღია ფერის ჯინსს.
<div></div>
შავი სვიტერი დამდგარი ყელით აუცილებლად უნდა იყოს თქვენს გარდერობში. პაემანზე შეგიძლიათ ჩაიცვათ მკვეთრ, მოკლე კაბასთან ერთად, ხოლო ოფისში - მკაცრ შარვალთან ერთად.
ამ დიდი ზომის წითელ სვიტერში თავს იგრძნობთ ძალიან კომფორტულად და ამავდროულად, იქნებით მიმზიდველი. მით უმეტეს, თუ მას ჩაიცვამთ აბრეშუმის კაბასთან ერთად. კარგი იქნება ჯინსთან ერთადაც.
ზოლიანი ჯემპრი - იდეალური ვარიანტია ყოველდღიურად ჩასაცმელად. ბრწყინვალედ ეხამება რეტრო ჯინსს.
ეს საუცხოო იისფერი სვიტერი ჩაიცვით მოკლე შავ შარვალთან, უხეშ, ტრაქტორისძირიან ფეხსაცმელებთან და ტყავის ქურთუკთან ერთად. სამსახურში ჩაიცვით ის თეთრ პერანგზე, ბოტები კი ჩაანაცვლეთ შუზებით.
ფართომკლავებიანი სვიტერი მდოგვის ფერში, მოუხდება ყავისფერ შარვალს ან მუქ დენიმს.
ეს ნაცრისფერი სვიტერი წლების განმავლობაში იქნება თქვენი ერთგული, რადგან ყველაფერს მოუხდება. ის შეგიძლიათ ჩაიცვათ კაბასთან, კლასიკურ შარვალთან და ჯინსთან ერთადაც კი.