სტილი

როგორ და რასთან ერთად ვატაროთ სვიტერები შემოდგომაზე?

როგორ და რასთან ერთად ვატაროთ სვიტერები შემოდგომაზე?
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ და რასთან ერთად ატაროთ სვიტერები წლევანდელ შემოდგომაზე.

პიჯაკთან


რამდენიმე წლის წინ შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ ამგვარი კომბინაცია, მაგრამ ახლა ეს სრულიად მისაღები და მეტიც, ტრენდულია. გირჩევთ თვალყური ადევნოთ ტენდენციებს და იყოთ ტრენდული.
თუ არჩევთ უბრალო ჟაკეტს, ყურადღება მიაქციეთ მის ჭრას, აუცილებლად უნდა იყოს უბრალო და ლაკონური.

კაბასთან


არანაკლებ ორიგინალური და ქალური ვარიაციაა სვიტერი კაბასთან ერთად. ამ კომბინაციას ეხამება სნიკერები ან წვივამდე ჩექმები. ასევე, შესანიშნავი იქნება კაბა ყვავილებიანი პრინტით ტყავის ქურთუკის თანხლებით.

შარფთან


მოულოდნელი ტენდენცია. მოდური და გლამურული კომბინაცია - სვიტერი აბრეშუმის თავსაბურავთან ერთად. გოგონა ფოტოზე ძალიან მოდურად გამოიყურება ამ აბრეშუმის სახვევით, მიუხედავად იმისა რომ სპორტული სვიტერი აცვია.
შემდეგში, როცა მეგობრებთან ერთად წახვალთ საღამოს, გამოიყენეთ ეს ფოტო, როგორც სახელმძღვანელო.

ქვედა კაბასთან ერთად


თქვენ აუცილებლად გექნებათ გარდერობში რამდენიმე საყვარელი ქვედა კაბა, რომელიც ახლა მოგაგონდათ, მინიმალისტური, სადა… მაგრამ, ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ ვარიანტს.
ასიმეტრიული და ნათელი, სტოკჰოლმის მოდის კვირეულის აღმოჩენა.

პალტოსთან ერთად


მკაცრი პალტოს  და ქუდის კლასიკურ კომბინაციას ტრენდულს ხდის სპორტული ჯემპრი. თუმცა აუცილებელია ამ ლუქის მორგებამდე გადახედო რამდენიმე წესს:

ჯემპრი უნდა იყოს სადა, არანაირი დეკორი და სურათები.
ქურთუკი უნდა იყოს სრული, დიდი, თუ წელში გამოყვანილ მოდელს აირჩევთ, ჯემპრი გაიჭედება და ხელს შეგიშლით მოძრაობაში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
e87a93