შემოდგომის მოდური ტენდენცია 2018 წლისათვის საკმაოდ მრავალფეროვანი სიახლეებით გამოირჩევა სრული ფორმების მქონე ულამაზესი სქესის წარმომადგენლებისათვის.
მაღალყელიანი ჩექმები
ზამშის მოკლე ქვედაბოლო, მაღალყელიანი ჩექმები და ვოალა! თქვენ ფაქტობრივად მზად ხართ, გამოიყურებოდეთ მოდურად მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტილის ზედას შეუსაბამებთ ამ ყოველივეს.
ოვერსაიზი და მონოსტილი
თუ გგონიათ, რომ ტანზე გამოყვანილი ჯინსის შარვალი თქვენს წონას ხაზგასმით გამოკვეთს, გეტყვით, რომ ცდებით, ვინაიდან ოვერსაიზ ზედა და პიჯაკი აუცილებლად წარმოაჩენს თქვენს გემოვნებიან ლუქს საკმაოდ კარგი კუთხით. ამ ყოველივეს თუ დაუმატებთ აქსესუარებს მასიური სამაჯურის ან საათის სახით, ჩათვალეთ, მზად ხართ სამსახურის შემდგომ დაუგეგმავი საღამოს მეგობრებთან ერთად გატარებისთვისაც კი.
ყოვედღიური სტილი
თითქოს ძალიან მარტივად წარმოგვიდგენია, ყოველდღიურ სტილად მივიჩნიოთ გარდერობში შემთხვევით შერჩეული ტანსაცმელი, მაგრამ გეტყვით, რომ სულაც არ წარმოადგენს ეს მარტივ საქმეს.
გოგონებს ყოველთვის მოგვწონს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, ამისათვის კი ჯინსი და პერანგზე პულოვერის ჩაცმა სრულიად საკმარისია.
სწორი პრინტები
ასეთი ტრენდი განსაკუთრებით უხდება „მსხლის“ ფორმის აღნაგობის გოგონებს, რომლებიც ვიწრო მხრებითა და გამოკვეთილი თეძოებით გამოირჩევიან. ზოლები, აბსტრაქტული ფიგურები, ფერადი პრინტები, არ შეუშინდეთ და ნუ შეიზღუდავთ თავს ფერების არჩევანში.
სვიტერი და ჯემპრი
იდეალური შეხამება როგორც ჯინსის, ასევე კლასიკური სტილის შარვლებზე, არჩევანი შეგიძლიათ შეაჩეროთ როგორც მოკლე, აგრეთვე გრძელი სტილის ჯემპრებზე.
და ბოლოს, 3 რჩევა, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა გოგონამ უნდა ჩაინიშნოს გამოუვალი მდგომარეობიდან დასაღწევად:
1. რომ არ გამოიყურებოდეთ ნაზი და ჰაეროვანი მასიური ღრუბელივით, შეგიძლიათ, უპირატესობა მიანიჭოთ პატარა ქამრებს, რომლებიც იდეალურად დაგეხმარებათ წელის დაფიქსირებაში.
2. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ გრძელ კაბაზე ფეხსაცმელი მაღალ, მსხვილ ქუსლზე. უპირატესობა მიანიჭეთ წვრილ, მოკლე ქუსლს ან კედებს.
3. თუ ლამაზი და ბევრი გოგონასთვის შესაშური ფორმებით გამოირჩევით, გაითვალისწინეთ, რომ სწორედ თქვენთვის წვრილი პრინტები არის იდეალური.
და ბოლოს, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დაკარგოთ ინდივიდუალურობა. თქვენ ხომ თავად აყალიბებთ წლიდან წლამდე ზრდასთან ერთად თქვენს მოდურ გემოვნებას, ვინაიდან ის მუდამ ცვალებადია ჩვენი ხასიათის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უკვე მკაფიოდ გაქვთ არჩეული თქვენი პერსონალური სტილი, ჩათვალეთ, რომ სადაც არ უნდა მოხვდეთ მოდა ყოველთვის ჯიბით დაგაქვთ
დაათვალიერეთ ფოტოგალერეა