2018 წლის 28 ოქტომბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს დაფიქსირებული ხმების მიხედვით გადაწყდება, ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პარიზში 1952 წლის 18 მარტს დაიბადა.


სალომე ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია. მას ორი შვილი ჰყავს.


სოცქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა დახვეწილი ჩაცმის სტილითა და ლამაზი ნაკვთებით.



მის გარდერობში ჭარბობს ლურჯი, თეთრი და მწვანე ფერები. ვიზუალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მართლაც, რთული დასაჯერებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი 66 წლისაა.

გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის ლუქებს:

ერთ ტონში გადაწყვეტილი ლუქი სალომემ სამკაულით "გააცოცხლა".

ღია ვარდისფერი, პასტელის ფერის პერანგზე - მსხვილი ოქროსფერი მძივი გარკვეულ კონტრასტს ქმნის.

იასამნისფერის ტონების "თამაში".

ყვავილებისპრინტიან კაბას სადა, მასიური საყურე ძალიან უხდება.
თეთრის კომბინაცია სხვადასხვა ფერთან.