მივიწყებული ბერეტი კვლავ მოდაშია. თუ ადრე ბერეტს მხოლოდ პალტოს უხამებდნენ, დღეს შეგიძლიათ ქურთუკთან და კარდიგანთან ერთადაც მოიხდინოთ. ბერეტის დახურვის რამდენიმე ვერსიას და წესს გთავაზობთ:
- მრგვალსახიანმა გოგონებმა დიდი ზომის ბერეტები უნდა დაიხურონ და ისიც კეფისკენ გადაწეული.
- ვისაც ოთხკუთხედი ფორმის სახე გაქვთ, ბერეტი გვერდზე დაიხურეთ.
- თუ ოვალური და სამკუთხედი ფორმის სახე გაქვთ, ბერეტი შუბლზე, თმის ზოლის ოდნავ წინ ჩამოიწიეთ.
რასთან ერთად მოვიხდინოთ ბერეტი:
ჯინსის ქურთუკთან
კარდიგანთან
ტყავის ქურთუკთან
პალტოსთან
კაბასთან
ლაბადასთან