თბილი და გამათბობელი ნარინჯისფერი - შემოდგომის მთავარი ტრენდია. ახლა გავარკვიოთ, რასთან ერთად შეგვიძლია ამ ფერის სამოსის ჩაცმა.
სამსახურში ჩაიცვით ნარინჯისფერი სვიტერი (ქურთუკიც კი) ფართო შარვალთან ერთად და შავ ან თეთრი ფერის კლასიკურ "ნავებთან".
ოფისში ჩასაცმელად გამოგადგებათ ასიმეტრიული ან სწორი ქვედაკაბა და დიდი ზომის სვიტერი. ამ შემთხვევაში ფეხსაცმელი ლაკონიური უნდა იყოს. ან შავი ფერის ფეხსაცმელი, ან თეთრი ფერის კედები.
ქურთუკისა და ლაბადის გარდა, ამ სეზონზე ნარინჯისფერი პალტოებიცაა მოდაში.
თუ წვეულებაზე მიდიხართ, პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი მოდელი შეგიძლიათ მოისინჯოთ. ესაა: მაქსიმალურად თავისუფალი კაბა და როლინგი.
გადახედეთ "ნარინჯისფერი ლუქის" კიდევ რამდენიმე იდეას.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>