როგორ ვატაროთ ვინილი, ანიმალისტიკა, ოვერსაიზი პიჯაკები და ტრენჩი - ვსწავლობთ მოდური ინსაიდერებისგან.
ანიმალისტური პრინტი
ლეოპარდი, ზებრა, ვეფხვი - შემოდგომაზე იდეალურად გამოიყურება მათი კაბა ან პიჯაკი.
ტრენჩი
შემოდგომის იდეალური სამოსია. უხდება როლინგსაც, კაბასაც, ბოტასებსაც. აუცილებლად გამოიყენეთ ქამარი.
კუბოკრული პრინტი
წვრილიც და მსხვილიც; ფერადიც და შავ-თეთრიც. იდეალურია ნებისმიერი სამოსისთვის ამ სეზონზე.
ლაკირებული ტყავი
ბზინვარება და ანარეკლი მოდის მუდმივი თანამდევია. თუ ადრე ვინილის ფერი მოკრძალებული შავი ან თეთრი იყო, წელს ვარდისფერი და ნეონის ყველა ფერია მოდაში.
"ველოსიპედის შორტი"
ესაა ელასტიკი-შორტი, რომელიც ქუჩაშიც აცვიათ, სპორტდარბაზშიც, საქმიან შეხვედრაზეც და მოდის კვირეულზეც.
ოვერსაიზი პიჯაკები
"ბოიფრენდ" ეფექტის პიჯაკები ნებისმიერ სამოსს უხდება. მას ველოსიპედით სეირნობის დროსაც ჩაიცვამთ და წვეულებაზეც. საქმიან შეხვედრაზე კი მიდი-ქვედაკაბა და კლასიკური "ნავები" მოუხდება.
ნარინჯისფერი
ოხრა, წითელი, ოქროსფერი - შემოდგომის ტრადიციული ფერებია. ამ სეზონზე კი ნარინჯისფერიც შეიტანეთ თქვენს გარდერობში. ეს მკვეთრი ფერი ნებისმიერ დღეს გაგიხალისებთ.
ბოტფორტები
სეზონის მთავარი თემაა - ჩექმა იყოს მუხლს ზემოთ. ფერსა და ფორმას მნიშვნელობა არა აქვს.
წყარო: elle.ru