მოდელსა და დიზაინერ თაკო ჩხეიძეს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. ის თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელია.
წლების წინ თაკო Best Model of Georgia-ს გამარჯვებული გახდა და დახვეწილი გარეგნობით მთელი საქართველო მოხიბლა, თუმცა მაშინ საზოგადოებამ არ იცოდა, სინამდვილეში რა ეცვა პოდიუმზე გამოსულ თინეიჯერს. თაკომ ამ კონკურსის უცნაური ისტორია ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას გაიხსენა:
”თბილისში კონკურსი Best Model of Georgia უნდა ჩატარებულიყო. ჩემი მეგობრები აპირებდნენ მონაწილეობას. ერთ დღეს გადავწყვიტე კონკურსზე გასვლა. კონკურსის დაწყების წინა დღეს მივიღე გადაწყვეტილება. კოსტიუმების შერჩევის დროც არ მქონდა. დახმარება მაკა ასათიანს ვთხოვე. ერთ დღეში ვერაფერს შეკერავდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ფინალისთვის სხეულზე ქსოვილი შემომახვია და რომ არ დაშლილიყო, გულზე დიდი ბროშით დაამაგრა. სხვა ადგილები კი ორმაგი სკოჩით შეკრა. ამ კონკურსზე გამარჯვებულად რომ დამასახელეს, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც გამარჯვებული, ვმონაწილეობდი სტამბოლის კონკურსზე, სადაც "მსოფლიო გრაციის" ნომინაცია მივიღე”, -ამბობს თაკო.
დღეს კაბებს ”სკოჩით” და ბროშით აღარ ”კერავს”. ახლა მისი სამოსი დახვეწილობით, ელეგანტურობითა და მოდურობით გამოირჩევა. თაკოს გარდერობი ამ სეზონზეც ორიგინალური და შთამბეჭდავია:
წითელი და შავი ფერების შეხამება
დიზაინერის გარდერობში ღია კაკაოსფერი დომინირებს
ქურთუკი ზურგზე პრინტით და გრძელი ქვედაბოლო მის ტრენდულობას უსვამს ხაზს
ელეგანტური შავი ბზინვარე კაბა
თაკოს გარდერობში ბაფთიან პერანგებსაც ნახავთ