სტილი

რონიკოს საახალწლო კოლექციები! - ეკო ფანგანი რონიკოში

რონიკოს საახალწლო კოლექციები! - ეკო ფანგანი რონიკოში
ოპტიკური მოდა საახალწლოდ განსაკუთრებით თვალისმომჭრელი და მრავალფეროვანია. მომხმარებელს მუდმივად აინტერესებს - როგორი ფორმა თუ სტილი არის მოდაში? სწორედ ამ თემაზე - ოპტიკური მოდის ბოლო ტენდენციებზე, ყველაზე ტრენდულ ფორმებსა და ბრენდებზეა ჩვენი სტატია.

ამ დღეებში „რონიკოს“ - საქართველოში ოპტიკური სალონების ყველაზე დიდ ქსელს - ეწვია ცნობილი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი. ეკომ უახლესი, 2019 წლის საახალწლო კოლექციები მოირგო და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა თითოეულ სათვალეზე. წამყვანს თითქმის ყველა მოდელი მოუხდა, მიუხედავად ფორმისა და დიზაინისა. ამ ფოტოზე ეკოს ამშვენებს ბრენდ
Ray-Ban -ის სათვალე უახლესი კოლექციიდან. ამ სათვალით ბრენდმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, ვინაიდან თავისივე დამკვიდრებული სტილისგან სრულიად განსხვავებული, არაორდინალური, გლამურული და ქალური ფორმა შემოგვთავაზა! ეს გახლავთ ლიმიტირებული გამოშვების ექსკლუზიური მოდელი RB4314N.

თქვენც გიწვევთ „რონიკოს“ მაღაზიათა ქსელში. გახსოვდეთ, რომ საახალწლოდ მოხდენილი სათვალე ყველაზე დაუვიწყარ საჩუქრად შეიძლება იქცეს!

მით უფრო, რომ „რონიკოს“ ოპტიკური სალონების ქსელში 10 დეკემბრიდან საახალწლო აქცია დაიწყო! წელს კომპანიამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და ფასდაკლება დააწესა ყველა პროდუქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საახალწლო დღეებში წლის საუკეთესო ფასები იმოქმედებს ქსელში არსებული ყველა ბრენდის ნებისმიერ სათვალეზე - როგორც მზის, ასევე ოპტიკურ ჩარჩოებზე! ფასდაკლებები ეხება ასევე კონტაქტურ და სასათვალე ლინზებს, სათვალის აქსესუარებს და მოვლის საშუალებებს!

ყველასთვის საყვარელი, მსოფლიო ბრენდები Ray-Ban, Prada, Giorgio Armani, Dolce&Gabbana, Versace, Vogue, Miu-Miu, Chopard, Swarovski, Mont Blanc, Zegna, Persol, Balenciaga, Lanvin, Alain Mikley და სხვა რონიკოს მაღაზიებში შეგიძლიათ წლის საუკეთესო ფასად შეიძინოთ! ფასდაკლებებთან ერთად, „რონიკოს“ ფილიალები საახალწლოდ ინტენსიურად მარაგდება უახლესი, 2019 წლის კოლექციებით!
რაც შეეხება ოპტიკური მოდის ტენდენციებს, წელს განსაკუთრებით ტრენდულია მრგვალი ფორმის სათვალეები, რომლებიც ასევე „ლენონების“ სახელით არის ცნობილი. სტილის თვალსაზრისით კი განსაკუთრებით აქტუალურია ვინტაჟი და რეტრო. ვინტაჟური ელემენდები დიზაინერებმა წარმატებით გადაიტანეს სათვალეებში და წარმოადგინეს სიძველის ეფექტის მქონე დაფარვები.
ამ ფოტოზე გამოსახულია ბრენდ John Lennon -ის მრგვალი ფორმის სათვალე, მოდელი: 10003B. ეს გახლავთ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის ჯონ ლენონის სახელობის ბრენდი, რომელიც ექსკლუზიურად წარმოდგენილია „რონიკოს“ ჭავჭავაძის 16-ში მდებარე ფილიალში.


მრგვალი ფორმის სათვალეები თითქმის ყველა ბრენდში გვხდება, თუმცა აქ ასევე გამოვყოფდით Dolce&Gabbana-ს მრგვალი ფორმის სთვალეს, მოდელი DG2198, რომელსაც ეცვლება კლიპი და შესაძლებელია მისი ტარება სხვადსახვა შეფერილობის პრინტით.


ბრენდმა George Piralli წარმოადგინა ლამაზი და მოხდენილი მრგვალი ფორმის სათვალე. მოდელი I853, რომელიც ძალიან ტრენდული და აქტუალურია. სათვალე გახლავთ უნისექსი - როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონებისათვის.

ასევე აქტუალობას არ კარგავს კლასიკური და ელეგანტური აზიდული, იგივე “Cat Eye“ ფორმა. წელს ბრენდმა Ray-Ban ნამდვილი ფურორი მოახდინა ამ მხრივ და მისთვის სრულიად არაორდინალური, ნაზი და გლამურული აზიდური ფორმა შემოგვთავაზა. მოდელი RB 4314N გვაოცებს თავისი დახვეწილი დიზაინით.


ასევე აზიდული, თუმცა გამოკვეთილად წვრილი ფორმა 90-იანი წლების სტილის გამოძახილია და იგი კვლავ მოდურია! „რონიკოს“ საახალწლო მოდელებს შორის ამ თვალსაზრისით, საინტერესოა Prada-ს მოდელი PR62V.


ბრენდმა Vogue განსაკუთრებულად გაგვანებივრა წვრილი აზიდური ფორმებით და შემოგვთავაზა როგორც მზის სათვალე, ასევე ოპტიკური ჩარჩო. მზის სათვალე - VO5237S, ოპტიკური ჩარჩო - VO5236B.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა Dolce&Gabbana -ს სარკისებური დაფარვის მქონე ძალიან ორიგინალური და ეფექტური მოდელი DG2210:


აქვე ცაკლე უნდა აღინიშნოს ასევე Dolce&Gabbana -ს ნამდვილი სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი სათვალე: DG 2216, რომელიც ექსკლუზიურად „რონიკოს“ რამდენიმე ფილიალში გახლავთ წარმოდგენილი.




2019 წელს ორმა ლეგენდარულმა ბრენდმა - Ray-Ban და Ferrari კვლავ განაახლა კოლაბორაციული პროექტი და შექმნა მოდელი RB4195. ეს უნიკალური სათვალე მთელ მსოფლიოში, როგორც სპეციალური პროექტი, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. კომპანია „რონიკომ“ მიაღწია შეთანხმებას და იგი საქართველოში შემოიტანა!

ჭეშმარიტი იტალიური ბრენდი Giorgio Armani არ ღალატობს კლასიკური სტილის უნივერსალურ ტრადიციებს და 2019 წლისთვის გვთავაზობს დახვეწილ, კომფორტულ და მამაკაცურ მოდელს: AR 6058J


2019 წელს ოპტიკის სფეროში მოდური იქნება ფერადი სასათვალე მინები: ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი და ა.შ. ასევე, ნახევრადგამჭვირვალე, არა ინტენსიურად დამუქებული ლინზები. ზოგადად, კი მოდაშია უპირველეს ყოვლისა ის, რაც გვიხდება!
„რონიკოს“ მაღაზიათა ქსელი 21 ფილიალით საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს სთავაზობს სრულიად უნიკალურ და მრავალფეროვან კოლექციებსა თუ მოდელებს. ფილიალები ყოველდღიურად მარაგდება სადღესასწაულო, თვალისმომჭრელი სათვალეებით!

ეწვიეთ „რონიკოს“ და გახსოვდეთ, სათვალე „რონიკოსგან“ ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარია! თუ ძვირსაფი ადამიანისთვის დაუვიწყარი სიურპრიზის გაკეთება გსურთ და გიჭირთ მის ნაცვლად კონკრეტული სათვალის შერჩევა, ამისთვის „რონიკო“ გთავაზობთ სასაჩუქრე ბარათს, რომლის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი თანხიდან „რონიკოს“ ყველა ფილიალში. კომპანია ასევე გთავაზობთ განვადების მოქნილ და ხელსაყრელ პირობებსაც.

„რონიკო“ გილოცავთ დამდეგ 2019-ს! ბედნიერ შობა-ახალ წელს!
აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომრებზე:

224 14 41; 242 02 22
www.facebook.com/ronikooptics


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93