21-ე საუკუნეში სილამაზისთვის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ბუნებრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამბობენ, რომ ყველა ქალი ლამაზია - თუმცა, ყველას არ აქვს ამ სილამაზის წარმოჩენის უნარი და განწყობა.
ჩვენი ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა. ის არის ქალი, რომელიც შეუდარებელია, როგორც უბრალო შავ როლინგში, ასევე, ულამაზეს და სპეციალურად მისთვის შეკერილ კაბაში.
მისმა ჩაცმულობამ არაერთხელ აალაპარაკა ხალხი და თვით მელანია ტრამპიც კი მოხიბლა.
პრეზიდენტის ფოტოგრაფის განცხადებით, მაკა ჩიჩუასთან შეხვედრისას, მელანია ტრამპი ჩვენი ქვეყნის ბოლო პირველ
ლედის განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა.
მაკა ჩიჩუას ჩაცმულობამ გადაფარა ორი დღის წინ, ინაუგურაციაზე თვით ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაც.
გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს ინაუგურაციაზე თეთრი პალტო, შავი შარვალი და შავი როლინგი ეცვა. ხელზე კი შავი ტყავის ხელთათმანები ეკეთა, რამაც მის ლუქს განსაკუთრებული მომხიბვლელობა შემატა.
თუ მაკა ჩიჩუას სამოსით ვიმსჯელებთ, მისი საყვარელი ფერებია შავი, თეთრი, წითელი და ოქროსფერი.
ეს ფერები მას განსაკუთრებულად უხდება. მაკა ჩიჩუა ყოველთვის ცდილობს, ოფიციალურ შეხვედრებზე ეცვას მოკრძალებული და სადა სამოსი, რომელიც დიდი დეტალებით არ არის გადატვირთული.
წაიკითხეთ სრულად