როგორც უკვე იცით, 2019 - ყვითელი ღორის წელია. ადვილი მისახვედრია, თუ რომელ ფერს ენიჭება უპირატესობა ამ წელს.
ოქროსფერი - ბრჭყვიალების და თბილი ბრწყინვალების შეხამება წვეულებაზე კონკრეტულ სტილს ქმნის და ნებისმიერ ტიპაჟს უხდება.
ოქროსფრის ყველა ელფერი
ყველაზე სწორი იქნება, თუ ფსონს ოქროსფერზე დადებთ. ოქროსფერთან ჰარმონიულად გამოიყურება ბეჟი, თეთრი და რბილი ყვითელი.
იბრჭყვიალეთ
კიდევ ერთი ეფექტური არჩევანი საახალწლო წვეულებისთვის. თუ თბილი ოქროსფერი არ არის თქვენი ფერი, სხვა მეტალიზებული ტონები აარჩიეთ.
მწიფე წითელი
ამ ფერს Pantone-მ "წითელი მსხალი" უწოდა.შეგიძლიათ შეახამოთ შავ და წითელ ფერებთან.
ძვირფასი მწვანე
ეს ფერი ზურმუხტისფერთან ახლოსაა. დაუმატეთ ლუქს ოქროს სამკაული.
რბილი თეთრი
რძიანი თეთრი ერთ-ერთი ტრენდია. ლუქი აქსესუარებით გაახალისეთ.
წყარო: cosmo.ru