ქართველი სელებრითების საახალწლო სამოსში წელს ბრჭყვიალა დეტალები ჭარბობს.
ასევე აქცენტი გადატანილია მელნისფერ, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ტონებზე.
თაკო ნაცვლიშვილი ახალ წელს ატლასის კაბაში გამოწყობილი შეხვდა.
ნინი ბადურაშვილმა კი ოქროსფერი ბრჭყვიალა კაბა მოირგო, რომელსაც ბეწვის მოსაცმელი მოახდინა. „ინსტაგრამის“ პოსტს კი შემდეგი სიტყვები დააწერა: „გილოცავთ 2019 წელს! უმაგრესი წელი იწყება დარწმუნებული ვარ! ყველა სურვილის ასრულებას გისურვებთ და რაც მთავარია ყველას ჯანმრთელობას! მიყვარხართ„.
ახალ წელს ნანუკა ჟორჟოლიანიც განსაკუთრებულად გამოეწყო და დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი სამოსით გამოჩნდა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
გადავხედოთ სხვა სელებრითების ფოტოებსაც და შევაფასოთ მათი არჩევანი.