ცნობილი ქართველი ქალბატონებისთვის ახალი წელი ერთგვარად პასუხისმგებლობასთანაც ასოცირდება, რადგან მათ უნდა შეარჩიონ სამოსი, რომელსაც ყველა იხილავს.
2019 წელი ლამაზი ლუქებით გამოირჩეოდა. ჭარბობდა ბრჭყვიალა, გრძელი კაბები, თუმცა რამდენიმე ცნობილმა ქალბატონმა არჩევანი სადა კაბაზე შეაჩერა.
მათ შორის იყო ტელეწამყვანი მაია ასათიანიც. მაიამ თავის „ინსტაგრამგვერდზე“ საახალწლოდ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მომხიბლავად გამოიყურება. შავ, ხავერდის კაბას ვერცხლისფერი ფეხსაცმელი შეუხამა და თაყვანისმცემლებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა.
ყურადღების ცენტრში მოექცა თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე. დიზაინერმა საშუალო სიგრძის ულამაზეს კაბაზე შეაჩერა არჩევანი და ღია ვარდისფერი დახვეწილი ფეხსაცმელი მოირგო.
თვალისმომჭრელი იყო მანიკა ასათიანიც. მშვენიერმა ქალბატონმა მუქ ლურჯ და ოქროსფერ ფერებს მიანიჭა უპირატესობა.
ეკრანზე ვარდისფერ, ციმციმა კაბაში გამოწყობილ თიკა ფაცაციასაც შენიშნავდით, რომელმაც მომდევნო დღეს კონცერტზე ყვითელი ფერის კაბა მოირგო.
ყვავილებიან, თხელ კაბაში გამოეწყო ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე, რომლის გამოჩენამაც "ინსტაგრამზე" ფურორი მოახდინა.
ფაქტია, რომ ცნობილი ქართველი ქალბატონები ახერხებენ დახვეწილი და გემოვნებიანი სამოსის შერჩევას, რაც არც ისე ადვილია.