სტილი

ნახევარი მილიონი მხოლოდ სამოსისთვის - ყველაზე მეტს ევროპის სამეფო ოჯახებს შორის მეგან მარკლი ხარჯავს

ნახევარი მილიონი მხოლოდ სამოსისთვის - ყველაზე მეტს ევროპის სამეფო ოჯახებს შორის მეგან მარკლი ხარჯავს
გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გან მარ­კლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ძა­ლი­ან ხში­რად ხვდე­ბო­და. რო­გორც „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ას სა­მო­სის­თვის 2018 წელს თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­ი­ხარ­ჯა, ქეით მიდლტო­ნის­თვის კი „სულ რა­ღაც“ 68 ათა­სი ფუნ­ტი. კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია გა­სულ წელს დედა გახ­და, ამი­ტომ მე­გან­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო.



მე­გან მარ­კლი

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, სა­მე­ფო მო­დის ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მე­გან­მა 2018 წელს ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის­თვის 406,915.43 ფუნ­ტი (და­ახ­ლო­ე­ბით, 516 ათა­სი აშშ დო­ლა­რი) და­ხარ­ჯა, რაც ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი­სა და
ევ­რო­პის სხვა სა­მე­ფო­ე­ბის ოჯა­ხე­ბის ხარ­ჯე­ბი. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ ხარ­ჯებ­ში არ არის და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი მარ­კლის სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ფასი.

მკვლე­ვა­რებ­მა გა­მო­ით­ვა­ლეს სა­მო­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ბრი­ტა­ნე­თის, და­ნი­ის, შვე­დე­თის, ეს­პა­ნე­თის, ნორ­ვე­გი­ი­სა და ჰო­ლან­დი­ის სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წევ­რებს ეც­ვათ.

და­ნი­ის პრინ­ცე­სა მერი

1. მე­გან მარ­კლი, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია £406,915.43

2. და­ნი­ის პრინ­ცე­სა მერი £88,999.57

3. სოფი, უე­სექ­სის გრა­ფი­ნია £73,570.41

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი