თუ ცნობილი მოდის სახლების „გაზაფხული-ზაფხული 2019“-ის ჩვენებებს გავიხსენებთ, რომლებიც ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში გაიმართა, წელს ყველაზე მოდური იქნება ვარდისფერი პიჯაკები, სხვადასხვა პრინტით შექმნილი სამოსი, ჯინსები და ცისფრის ღია ტონები.
ცისფრის სხვადასხვა ტონი
თუ გასულ წელს მოდის სახლები უმეტესწილად იასამნისფრის გრადაციით მიღებულ ტონებს იყენებდნენ, წელს მოდის მოყვარულებს მოდის კრიტიკოსები ცისფრის ღია ტონებს ურჩევენ.

Alice + Olivia, Marc Jacobs, Givenchy, Roland Mouret

პრინტების გაერთიანება
მოდის მიმდევრები ყოველ წელს სხვადასხვა პრინტის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას, 2019 წლისთვის კი Dolce & Gabbana-მ, Versace-მ და სხვა წამყვანმა მოდის სახლებმა საზოგადოებას სიახლე შესთავაზეს. სამოსის შექმნისას მათ სხვადასხვა პრინტი გააერთიანეს და ეს სარისკო ტრენდი, სავარაუდოდ, 2019 წლის ერთ-ერთი წამყვანი ხაზი იქნება.

Dolce & Gabbana, Diane von Furstenberg, Versace, Self-Portrait

თუ დიზაინერების ერთმა ნაწილმა უპირატესობა პრინტების გაერთიანებას და სიჭრელეს მიანიჭა, ზოგიერთი მოდის სახლი კლასიკურ ხაზს გაჰყვა, თუმცა მუქი ფერების ნაცვლად, მათ ღია ვარდისფერი, ცისფერი, წითელი და კრემისფერი გამოიყენეს.

Escada, Sies Marjan, Gabriela Hearst, Boss

Calvin Klein, Prada, Christian Dior, MSGM

თავისუფალი სტილის მოყვარულებისთვის კი აღმოჩნდა, რომ როგორც ყოველთვის, ჯინსის სამოსი წელსაც მოდური იქნება, თუმცა მუქი ფერისა და დახეული ჯინსების ნაცვლად, წელს მოდაში ღია ფერის და ოდნავ გათეთრებული ჯინსები იქნება.

Isabel Marant, Proenza Schouler, Balmain, Missoni

ეკა გადახაბაძე
წყარო: www.bbc.com