ამალ კლუნი ყოველთვის იქცევს ყურადღებას თავისი ორიგინალურობით.
შეიძლება ითქვას, რომ ყურადღებას უკვე მის ცნობილ ქმარზე, ჯორჯ კლუნზე მეტადაც უთმობენ.
მისი დახვეწილობის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ის არის, რომ ჩასაცმელს საყურეებს ჭკვიანურად და მოხერხებულად უხამებს.
თუ თქვენ არჩევანს დიდ საყურეებზე შეაჩერებთ, მაშინ ეს უნდა იყოს ერთადერთი სამკაული, რადგან ყელსაბამის შეხამება საჭირო აღარაა. ამ ხრიკის მეშვეობით თქვენი სახე და კისერი შეიძლება უფრო მეტად გამოიკვეთოს.
მით უმეტეს, თუ დააპირებთ, რომ გრძელ და მასიურ საყურეებს კულონი შეუხამოთ, ეს უკვე ძველმოდურად ითვლება.
არ არის აუცილებელი, რომ ნათელი ფერის სამკაულები კაბის ან ტოპის ფერს შეუხამოთ. ამ საკითხს კრეატიულად მიუდექით. მაგალითად: ეცადეთ, რომ თქვენი ტუჩსაცხის ფერი საყურეების ფერს ემთხვეოდეს. ამალ კლუნმა ეს ცდა წლის მთავარ ტონზე - ნარინჯისფერზე ჩაატარა, რამაც გაამართლა.
ფორმა და სიგრძე - თქვენ მიერ არჩეული საყურეები შეიძლება იყოს საშუალო სიდიდის, მაგრამ მძიმე შესახედაობა ჰქონდეს. ან მოიხდინოთ გრძელი ყელსაბამი ბროლისებური თვლებით ან მარგალიტებით. მთავარია, ეს ორი ნივთი ერთდროულად არ გაიკეთოთ.
ეს ყველაფერი ერთად აღებული თუ არის, სიმძიმის განცდას ტოვებს.
თუ მძიმე საყურეების ტარება ყოველდღე გიწევთ: არსებობს სტერეოტიპი იმისა, რომ მძიმე, გრძელი საყურეები უხდება მხოლოდ საღამოს კაბებს, რომლებიც მხრებზე მოშიშვლებულია. ასევე ძალიან უხდება ჯინსებს და ტოპებს.
საინტერესო დიზაინი - მოკრძალებული მარგალიტისგანაც კი შესაძლებელია, რომ გაკეთდეს არასტანდარტული, დატვირთული საყურეები, სხვა მასალაზე რომ არაფერი ვთქვათ.
არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, საყურე გეომეტრიული იქნება თუ ავანგარდული. უმთავრესია ის, რომ რაც უფრო საინტერესო დიზაინით იქნება შექმნილი, მით უფრო უკეთ გამოიკვეთება თქვენი სახე.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
წყარო:
cosmo.ru