ქართველი მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სწორედ ის მამაკაცია, რომელიც მუდმივად ფორმაშია.
თუ მის ჩაცმულობას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ფერადი სამოსი მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია. ფაქტია, რომ ლევანი ქართველ ქალბატონებს რა ხანია მოსწონთ.
მსახიობს ძალიან უყვარს კლასიკური სამოსი. ხშირად იხილავთ გემოვნებიანად შერჩეულ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილს, რაზეც ქალებს ელეთმელეთი მოსდით.
პიჯაკის და ფეხსაცმლის ფერს ერთმანეთს ხშირად უხამებს, რაც ადვილად შესამჩნევია.
ერთ-ერთი ლუქი ასე გამოიყურება: ნაცრისფერი ჟილეტი, ამავე ფერის სპორტული შარვალი, მუქი ლურჯი როლინგი და შავი ფეხსაცმელი.
ელეგანტურობის ზენიტი კი სწორედ მისი პიჯაკის ჯიბეში აკურატულად ჩაკეცილი ცხვირსახოცია.
ლევანს შეუძლია სრულიად უპრობლემოდ ეცვას მდოგვისფერი შარვალი, შორტი ღუზის პრინტით და ა.შ... ის თავისუფალი სტილის მომხრეა.
ენა ვერ მოგვიბრუნდება იმის სათქმელად, რომ სპორტულ სამოსს არ სწყალობს. აბა, მაშ ეს თოვლში გადაღებული ფოტო და აღჭურვილობა რაზე მეტყველებს?
მამაკაცის მომხიბვლელობას, ცხადია, მხოლოდ ჩაცმა-დახურვა არ განსაზღვრავს. თუ ქუჩაში შეგხვედრიათ, მიხვდებოდით, რომ მას თავისებური სიარულის მანერა და მომნუსხველი გამომეტყველებაც აქვს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის.
ლევანი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და მის ფოტოებზე ასეთ სახალისო კომენტარებსაც წააწყდებით: „რატომ იპრანჭებით სულ“,“ ნუ, როგორც ყოველთვის, მოდურად, ბატონო ლევან“, „ოჰ, თურქული სერიალის გმირი უნდა იყო, ამ ფოტოზე ისე გამოიყურები“, „ლევან, არ გიხდება ეს, მარტო რომ ხარ სურათში, ერთი კაი გოგო დაილიაა ამ ქვეყანაზეე? დროა, დრო, უკვე ლამაზი მეუღლე გყავდეს და ერთი 4 შვილი“..