5 აქსესუარი, რომელიც ზამთრის ერთფეროვნებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ - Marao

5 აქსესუარი, რომელიც ზამთრის ერთფეროვნებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ

2020-11-26 15:28:25+04:00

თუ შენი გარდერობი მხოლოდ სვიტრებისგან და თბილი შარვლებისგან შედგება, ჩათვალე მთელი ზამთრის განმავლობაში ერთფეროვნება გარანტირებული გაქვს.

მართალია, ამ სეზონს შიშველ ყელზე დაფენილი სამკაულებით ყოველდღე ვერ გაილამაზებთ, მაგრამ არსებობს უამრავი აქსესუარი ლუქის  გამრავალფეროვნებისა და გახალისებისთვის:

კეპკიანი ქუდი

My Accessories baker boy in khaki

ჩვეულებრივი ზამთრის ქუდებისგან განსხვავებით ის ბევრად უფრო დახვეწილს და ტრენდულს გაჩენთ. კეპკიანი კუდის არაერთი მოდელი არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე მიმზიდველად ეს უკანასკნელი ითვლება.

ნაქსოვი აბადოკი

Warm Wishes Ear Warmer | Cozy Winter Accessories

მისი მოხდენა გაშლილ თმებზეც შეგიძლიათ და შეკრულზეც.

ჩალმა

Turbans rétros - Indira de Paris

წარსულში ფართოდ გამოიყენებოდა ირანში, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა მამაკაცებში, თუმცა დღეს მას მოდური ქალბატონებიც სიამოვნებით იკეთებენ.   ჩალმის დამზადება ჩვეულებრივი შარფისგანაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

შლემი

არაფერია ისეთი ღუნღულა და ეფექტური, როგორც ეს უკანასკნელი. შლემის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ფერზე. საჭირო არაა ის ორნამენტებით იყოს დახუნძლული. მთავარია, ფერი გიხდებდეთ.

მოსასხამი

Grey Capelet Shawl Scarf Christmas Gift Under 75 For by denizgunes

ეს უბრალო ატრიბური სადა ჩაცმულობისთვისაა ზედგამოჭრილი. ძალიან უხდება მოტკეცილ მაისურებსა თუ როლინგებს და სტილს უფრო დახვეწილს ხდის.