სტილი

როგორ მოვირგოთ oversize ანუკი არეშიძის მაგალითზე (ფოტო)

როგორ მოვირგოთ oversize ანუკი არეშიძის მაგალითზე (ფოტო)
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ქართველი ქალბატონია.
სოციალური ქსელი საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ მის ჩაცმულობას. ამჯერად, ჩვენს ყურადღებას მოდელის გარდერობში „ოვერსაიზი“, დიდი ზომის სამოსი იქცევს. ამ ტიპის ტანსაცმელი პოპულარული ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, თუმცა პოზიციას კვლავ არ თმობს და სტილი დღემდე მოთხოვნადია. გოგონებს მისი ტარება გამორჩეულ  და ორიგინალურ იმიჯს სძენს.

რა გასაკვირია, რომ "ოვერსაიზი" ულამაზესმა ანუკიმაც მოიხდინა. დახვეწილი ჩაცმის სტილით და სილამაზით ის კვლავ ახერხებს საზოგადოების აღფრთოვანებას, თუმცა ეს ერთადერთი არაა,
რის გამოც მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. წარმატებული დიზაინერი და ოთხი შვილის დედა აქტიურად ქმნის სამოსის ახალ დიზაინს და ამით არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მოდის სამყაროს ყურადღებასაც იქცევს.

დათვალიერეთ ანუკის "ლუქები" და შეაფასეთ მოდელის ჩაცმის სტილი:

















ბეჭდვა
e87a93