სტილი

რასთან ჩავიცვათ როლინგი? მოდური რჩევები სელებრითებისგან (ფოტო)

რასთან ჩავიცვათ როლინგი? მოდური რჩევები სელებრითებისგან (ფოტო)
როლინგი - მოსახერხებელი სვიტერია, რომელიც ბევრს „მოსაწყენად“ ეჩვენება. როგორ გავხადოთ ის ლუქის მოდურ ნაწილად? - მოდით, ცნობილი ადამიანების მაგალითებს გადავხედოთ.

ენ ჰეთეუეი თვლის, რომ შავი როლინგი წარმატებული ნეიტრალური ნივთია, რომელიც კარგად წარმოაჩენს მკვეთრი ფერის, დაპლისულ ქვედაკაბას.


დედოფალი ლეტიცია ოფიციალური შეხვედრების დროს წითელ როლინგს იცვამს. ნაცრისფერ პალტოსთან და შარვალთან, მკვეთრი ფერის როლინგი ლუქს ახალისებს და ყურადღებას სპიკერზე იქცევს.


კარლი კლოსი ფრანგული სტილის დემონსტრირებას ახდენს.


მუქი პალტო, ბერეტი და მსუბუქი ქვედაკაბა, მორუხო-კრემისფერ როლინგს დახვეწილ იერს სძენს.

ევა
ჰერციგოვა ლუქის განწყობას ვარდისფერი როლინგით ქმნის.


ვიქტორია ბექჰემი გვაჩვენებს მაგალითს, რომელიც ნებისმიერ ქალს გამოადგება ყოველდღიურობაში. მსუბუქი კაბის შიგნით ჩაცმული როლინგი - ფეხსაცმლის ფერს ეხამება.


როლინგი სახესთან ყველაზე ახლოსაა. ძალიან მომგებიანია მისი თვალების ფერთან შეხამება.



ნანუკა გუდავაძის "ინსტაგრამს" თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ის ხშირად იცვამს როლინგს. 





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93